LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სიზმარში ნახა, რომ მამას ლევანიკომ ხელი ჩასჭიდა და წაიყვანა… მამის გარდაცვალებამ ლევანიკოს ტკივილი გაგვიახლა…“ – კბილაშვილების ოჯახის მძიმე დღეები

1120
2026-04-26_15-24-42_044469

ლევან კბილაშვილის მამა, ჯემალ კბილაშვილი თვენახევრის წინ სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას დაავადება მას შემდეგ გამოუვლინდა, რაც 2022 წელს, მისი ვაჟი, ცნობილი მომღერალი, მოსკოვში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ლევანის და, სალომე კბილაშვილი საუბრობს ჟურნალ „სარკესთან“ მამის ამქვეყნიდან წასვლის შესახებ:

„ლევანიკო ძალიან ჰგავდა მამას, ერთი პერიოდი მანაც ულვაშები მოუშვა და ამბობდა, ჰა, ახლა ხომ ვგავარ შალვოვიჩსო. მამა ძალიან დიდი, წარმოსადეგი კაცი იყო. მერე კი ტკივილმა დააპატარავა და სულ სხვანაირი ჯემალი გახდა.

ლევანს რომ ურთიერთობებში არაფერი ეშლებოდა, რა თქმა უნდა, ეს მამის და ოჯახის დამსახურება იყო…

ძალიან ცუდად არის დედა. მამამ ლევანის ტკივილი გაგვიახლა, ეს იმხელა ტკივილია, ვერაფერს შევადარებ. ლევანის გარდაცვალება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო.

მამას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემმა ახლობელმა სიზმარში ნახა, რომ მამას ლევანიკომ ხელი ჩასჭიდა და წაიყვანა… მანამდე ვიღაცებმა ნახეს, რომ ლევანი ძალიან მოწყენილი იყო. წინა დღეს დედამაც მითხრა, უცნაური სიზმარი ვნახე ლევანიკოზე, მაგრამ არ ვთქვიო…“

magti 5g