დღეს მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ნარჩუნდება მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი. ამ დროს ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. ამავდროულად, დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – დღეს აკონტროლეთ თქვენი აზრები და სიტყვები, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, ახალი გეგმები კი გაასაიდუმლოვეთ. ადამიანთა ხასიათში მოიმატებს ამბიცია და ამ მხრივ იყავით ყურადღებით. საქმეთა მსვლელობა კი შესაძლებელია შენელებულად წარიმართოს. დღე კარგია ტელევიზორის, ტელეფონის, კომპიუტერისა და სხვა საკომუნიკაციო ტექნიკის შესაძენად, ასევე საბანკო ოპერაციების ჩატარებისთვის. მოერიდეთ რემონტის დაწყებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებას. დღეს მოიმატებს დაცინვის, ჭორებისა და მოტყუების ალბათობა, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელ სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
პარტნიორული ურთიერთობები – პირად ურთიერთობებში მოიმატებს ზედაპირულობა და სულსწრაფობა. ასევე ფლირტისადმი მიდრეკილება. დღე არ უწყობს ხელს სასიყვარულო კავშირებს, ქორწინებასა და ახალ პარტნიორულ თანამშრომლობას.
ჯანმრთელობა – ვინაიდან დღე გეომაგნიტურია, აკონტროლეთ არტერიული წნევა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ხელების ზონა, მხრები, ბრონქები და ფილტვები – ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საზარდულის მკურნალობა. კვების რაციონიდან ამოიღეთ ხორცი და რძის ნაწარმი. მოერიდეთ გონების გადაღლას, უჰაერო სივრცეებსა და თამბაქოს. არ არის რეკომენდებული მანიკურისა და პედიკურის გაკეთება.
დღის ფერები და მინერალები – წარმატების და სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ: ტოპაზი, აკვამარინი, ამაზონიტი, გიაცინტი და ლაბრადორი. თქვენს შარმს და მიმზიდველობას კი გააძლიერებს – ნარინჯისფერი, ბეჟი, ყვითელი, ცისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში).
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიური და პერსპექტიულია ლომის, მშვილდოსნის და მერწყულის ნიშანთათვის, ხოლო შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქას და თევზების ნიშანთათვის, ამ ნიშნებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობასა და დღის სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს.დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.