ფოტოები: ნათია წითელაური
კახეთში მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც „ბოლო ზარი“ ჰქონდათ ავარიაში მოჰყვნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, „ბოლო ზარის“ აღნიშვნის შემდეგ თელავის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
არსებული ცნობითვე, მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
