LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელმა მეცნიერებმა ობობის შიშის დასაძლევად ვირტუალური რეალობა გამოიყენეს

104
ugnrxk1129g

ავსტრიის ქალაქ გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც არაქნოფობიის – ობობების შიშის მკურნალობას ვირტუალური რეალობის საშუალებით ცდილობს.

დღეს არაქნოფობიის სამკურნალოდ ხშირად იყენებენ ე.წ. ექსპოზიციურ თერაპიას – პაციენტები ეკონტაქტებიან ნამდვილ ობობებს, რათა შიში ნელ-ნელა დაძლიონ. თუმცა ასეთი მკურნალობა ძვირია, რადგან საჭირო ხდება ცოცხალი, ზოგჯერ იშვიათი ობობების გამოყენებაც.

ავსტრიელი მკვლევრები ფიქრობენ, რომ VR ტექნოლოგია უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ალტერნატივად შეიძლება იქცეს. ექსპერიმენტის დროს მოხალისეები VR სათვალის საშუალებით ვირტუალურ სარდაფში ხვდებოდნენ, თავდაპირველად მხოლოდ პატარა ობობებს ხედავდნენ, შემდეგ კი უფრო დიდი და მრავალრიცხოვანი ობობები ჩნდებოდნენ. სისტემას დამატებული ჰქონდა ხმის ეფექტებიც, რის გამოც მონაწილეებს ობობების მოძრაობის ხმის გაგონებაც შეეძლოთ.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მონაწილეების ტვინის ტალღების აქტივობაც გაზომეს, რადგან ეს მაჩვენებელი უშუალოდ შფოთვის დონეს უკავშირდება. მათი თქმით, ეს მეთოდი უფრო ობიექტურ სურათს იძლევა, ვიდრე მხოლოდ პაციენტის ემოციებზე დაკვირვება.

ამ ეტაპზე ტექნოლოგია ფართო გამოყენებისთვის მზად ჯერ არ არის, რადგან ტვინის აქტივობის გასაზომად სპეციალური მოწყობილობა და მომზადებული პერსონალია საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები