ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც ღამის პირველ საათზე დაიწყება და 11:00 საათამდე გასტანს. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მოთხოვნილია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.
ამავდროულად, დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – დღეს სიფრთხილე გმართებთ გზაში, ასევე,გაუფრთხილდით ძვირფასეულობასა და საბუთებს. დღე კარგია კოსმეტიკური პროცედურებისათვის, დალაგება-დასუფთავებისა და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისათვის, საოჯახო ურთიერთობებისა და კონტაქტისათვის, ვაჭრობისთვის. სასიკეთოა საფინანსო და საბანკო ოპერაციების წარმოება
დღეს ნუ დახარჯავთ დროს ძველი პრობლემებისა და ვალდებულებების გარჩევაზე. მოერიდეთ ახალ სასიყვარულო კონტაქტებს, ქორწინებას, ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ასევე, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსაც. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები მალე ახდება.
პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლოა მოიმატოს შარიანობამ, კრიტიკამ და დეტალებში ჩაძიების სურვილმა. დღეს მოთმინებით გაცილებით მეტს მოიგებთ, ვიდრე სულსწრაფობითა და მოუთმენლობით.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება (აუცილებლობის გარდა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია ღვიძლის, ლიმფური და ნერვული სისტემების, თვალებისა და ტერფების მკურნალობა. კვების რაციონში შეიტანეთ ბოსტნეულის წვნიანი, თაფლი და მაწონი.
დღის მინერალები – სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ – ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი და ონიქსი.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე პოზიტიური და სასიკეთოა ქალწულისა და მორიელის ნიშანთათვის. ვერძებო და ტყუპებო – თქვენთვის დღე შედარებით დაძაბულია; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. დანარჩენი ნიშნებისთვის დღევანდელი დღე ნეიტრალურია.