გარემოს ეროვნული სააგენტო 23 – 25 მაისის პერიოდში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
