LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

211
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 04:55 საათზე დაიწყება და 18:36 საათამდე გასტანს. ამ დროს მთვარის ენერგია ყურადღების დაქვეითებას იწვევს, რის გამოც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

დღის რეკომენდაციები – იყავით ყურადღებით, რადგან შესაძლოა ძველი კონფლიქტები კვლავ გაღვივდეს. უცხოეთში მგზავრობა შედარებით გართულდება. ახალი საქმის დაწყება სასიკეთოა, თუმცა ეცადეთ, ახალი გეგმები მაქსიმალურად გაასაიდუმლოოთ. ნუ დაიწყებთ წუწუნს და მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკასა თუ წვრილმანებზე გამოკიდებას, რადგან ეს მხოლოდ დაძაბავს ურთიერთობებს.

დღე ხელსაყრელია საფინანსო-საბანკო ოპერაციებისთვის, აუდიტისთვის და დალაგება-დასუფთავებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღე რთულია ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, ახალი ნაცნობობისა და გამოცდების ჩასაბარებლად. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. რაც შეეხება სიზმრებს, ისინი დღეს თქვენს მომავალ ცხოვრებისეულ წარმატებებზე მიგვანიშნებენ.

პარტნიორული ურთიერთობები – შესაძლებელი გახდება სადავო საკითხების მოგვარება.

ჯანმრთელობა – ამ კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია ღვიძლის, თვალების, ნერვული, ლიმფური სისტემებისა და ტერფების მკურნალობა.

ფერები და მინერალები – წარმატებისა და სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი ან ლაზურიტი. თქვენს შარმსა და მიმზიდველობას კი გააძლიერებს მწვანე, ნარინჯისფერი, ბეჟი, ყვითელი, ლურჯი და ცისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში).

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიური და პერსპექტიულია კუროსა და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული პერიოდია მშვილდოსნებისა და მერწყულებისთვის – მათ მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები