LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინტაჟური Ford Mustang აუქციონის დარბაზში ავარიაში მოყვა

104
ქირიას NEWS შაბლონი (5)

Mecum-ის აუქციონზე გამოტანილი იშვიათი Ford Mustang Mach 1 უცნაურ ავარიაში მოყვა – ავტომობილი პირდაპირ აუქციონის დარბაზში ბოძს შეეჯახა, რის გამოც მისი გაყიდვა ვერ შედგა.

დაზიანებული Mustang-ის ფოტოები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. ამ დროისთვის Mecum ინციდენტის მიზეზზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მომხმარებლების ნაწილი ვარაუდობს, რომ პრობლემა თავად ავტომობილის ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდებოდა.

ფოტოებზე ჩანს, რომ 1970 წლის Mustang Mach 1-ს სერიოზულად აქვს დაზიანებული წინა ნაწილი, დეფორმირებულია კაპოტი, ფრთები, ბამპერი და რადიატორის ცხაური. სავარაუდოდ დაზიანდა სავალი ნაწილიც და გაგრილების სისტემაც.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ავტომობილი შესაძლოა უკონტროლოდ აჩქარდა. თუმცა, აუქციონებზე ავტომობილებს ხშირად საერთოდ ძრავის ჩართვის გარეშე გადააადგილებენ, რაც ინციდენტს კიდევ უფრო უცნაურს ხდის.

თავად Mecum აცხადებს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, აუქციონის საიტზე მსგავსი ავტომობილი უკვე „გაყიდულის“ სტატუსით ფიქსირდება, ამიტომ არ გამოირიცხება, რომ მყიდველს აუქციონიდან პირდაპირ ავტოსერვისში წასვლა მოუწია.

რარიტეტული Mustang აღჭურვილია 7 ლიტრიანი V8 ძრავით და სრული რესტავრაციის შემდეგ მხოლოდ 9 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები