პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 15:33 საათზე დაიწყება და 24 საათამდე გასტანს. დროს ამ მონაკვეთში მთვარის ენერგია ყურადღების დაქვეითებას იწვევს, რის გამოც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.
ამავდროულად, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც მეტ პრობლემებს უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს თავის ტკივილების, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. ამ შემთხვევაში მეტად აკონტროლეთ და გაიზომეთ წნევა, აუცილებლობისას გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა ან ცოტა მეტად დაისვენეთ, რათა უფრო ადვილად გამოხვიდეთ ამ დისკომფორტული მდგომარეობიდან.
დღის რეკომენდაციები – დღეს იყავით ყურადღებით, რადგან მთლიანობაში დღე ტრავმულ-ავარიულია. სამყარო დღეს ამოწმებს თქვენი განზრახვების სისწორეს. ახალი გეგმები მაქსიმალურად უნდა გაასაიდუმლოოთ. ეცადეთ არ მოექცეთ სხვისი ზეგავლენის ქვეშ. დღე კარგია შპალერის გასაკრავად, კონდიციონერის შესაძენად და დასამონტაჟებლად, სასიკეთოა დიზაინისა და არქიტექტურისათვის, სიყვარულისა და ქორწინებისთვის. ხელს უწყობს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ავეჯისა და მუსიკალური აპარატურის შეძენას. კარგია შემოქმედებითი მუშაობისათვის, მეგობრული კონტაქტებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, ასევე ექიმებთან კონსულტაციისა და მკურნალობის დაწყებისათვის. დღეს არ არის სასურველი მოძრავი ქონებით ვაჭრობა. რაც შეეხება სიზმრებს, დღევანდელი სიზმრები შემდგომში ახდება.
პარტნიორული ურთიერთობები – დღევანდელი დღე ხელსაყრელია პარტნიორთან შესარიგებლად და გაწყვეტილი კავშირების აღდგენისთვის.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით შედეგიანია კბილების, სისხლძარღვებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. თუმცა, სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი), თირკმელების ზონა და კანის არე. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) დღეს არ არის სასურველი. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, მარილიანი საკვების, თაფლის, თხილისა და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას.
ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, საფირონი და აქვამარინი – ეს ქვები, მათი ტარების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო კოსმიურ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ – ლურჯ, ცისფერ, ბეჟ, მწვანე და ნაცრისფერ ტონებს. ეს ფერები, როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში, აძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს და კირჩხიბის ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებს საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალოა.