LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი 5 წელი აბარებდა გამოცდებს, რომ ლონდონში ტაქსის მძღოლი გამხდარიყო

105
1098x1098

ლონდონელ ანშუ მურჯანს ცნობილი შავი ტაქსის მძღოლობა ოცნებად ჰქონდა ქცეული და მიზნის მისაღწევად ხუთი წელი იწვალა. როგორც გამოცემა Autoevolution წერს, ლონდონის ოფიციალური ტაქსის მძღოლის სტატუსის მისაღებად მას 55 სხვადასხვა გამოცდის ჩაბარება მოუწია.

ლონდონის სატრანსპორტო დეპარტამენტის – TfL-ის წესების მიხედვით, ტაქსის მძღოლებს ქალაქში GPS-ნავიგატორის, რუკისა და მგზავრის დახმარების გარეშე გადაადგილება უნდა შეეძლოთ. მათ ზეპირად უნდა იცოდნენ მარშრუტები, ქუჩები, ღირსშესანიშნაობები და ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილები.

ამისთვის კანდიდატები აბარებენ რთულ გამოცდას, რომელსაც The Knowledge ეწოდება. ტესტი მოიცავს 320 სტანდარტულ მარშრუტს და ასევე იმ ობიექტების ცოდნას, რომლებიც თითოეული მარშრუტის საბოლოო წერტილიდან დაახლოებით 400 მეტრის რადიუსში მდებარეობს.

გამოცდა რამდენიმე ეტაპისგან შედგება – წერითი ტესტებისგან და გამომცდელებთან პირადი გასაუბრებებისგან. საბოლოო ეტაპზე კანდიდატებს დამატებით ლონდონის გარეუბნების 25 მარშრუტიც ემატებათ.

პროცესი კიდევ უფრო რთულია იმის გამო, რომ გამოცდების თითოეული ეტაპი თვეში მხოლოდ ერთხელ ტარდება, ამიტომ ყველა ტესტის სწრაფად დასრულება პრაქტიკულად შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები