მზე დღეს იმყოფება ტყუპების მეტად აქტიურ, ენერგიულ, ფრიად კომუნიკაბელურ, ოპტიმისტურ ნიშანში, ხოლო მთვარე – ინტუიციურ, უშიშარ, მებრძოლი სულისკვეთების მორიელში. აღნიშნული ტენდენციები ამ ზეგავლენის შედეგად დღის განმავლობაში უფრო მეტად იჩენენ თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში.
დღის რეკომენდაციები – დღეს წინასწარ ნურაფერს ნუ დაგეგმავთ, უმჯობესია უფრო თავისუფალი გრაფიკით იცხოვროთ. ადამიანებში მოიმატებს იღბალი. კარგი პერიოდია მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. დღე სასიკეთოა ნადირობისა და თევზაობისათვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისათვის, თვითშემეცნებისათვის, საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად, ლექციებისათვის, რეცხვისა და სარემონტო სამუშაოებისათვის. ასევე, კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და თმის შეჭრისათვის, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დღეს შეჭრილი თმა შემდგომში სწრაფად გაიზრდება. რაც შეეხება სიზმრებს, დღევანდელი სიზმრებიდან მხოლოდ კონკრეტული სახის სიზმრები ახდება.
დღის განმავლობაში არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება, პარტნიორული თანამშრომლობა, სამსახურში ახალი თანამშრომლის მიღება, ბინის შეცვლა, მგზავრობა, სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევის ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ასევე სესხის აღება და ნოტარიალური საბუთების გაფორმება.
პარტნიორული ურთიერთობები – ნუ ითამაშებთ პარტნიორის გრძნობებით, ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი, სარკასტული და პირდაპირი.
ჯანმრთელობა – დღეს ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირის, ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. თუმცა, ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) დღეს არ იქნება სასურველი. მოერიდეთ რენტგენისა და სხივური თერაპიის გამოყენებას.
ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, მარჯანი და ქრიზოპრაზი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენს სასიკეთო კოსმიურ და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან, ტანსაცმელში (თუნდაც მცირეოდენი შტრიხების სახით) პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, შავ, მწვანე, ლურჯ და ცისფერ ტონებს. ეს ფერები თქვენს ტანსაცმელში გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე კარგი და წარმატებულია კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალოა.