ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 04:00 საათზე დაიწყება და 16:47 საათამდე გასტანს. ამ დროს მთვარის ენერგია ყურადღების დაქვეითებას იწვევს, რის გამოც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.
ამავდროულად, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს თავის ტკივილების, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. ამ შემთხვევაში მეტად აკონტროლეთ და გაიზომეთ წნევა, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა ან ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, რათა მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმი.
დღის რეკომენდაციები – დღის პირველი ნახევარი ყოველმხრივ უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე დღის მეორე ნახევარი. ყურადღება დაუთმეთ ახალგაზრდა თაობის შემოქმედებით განვითარებას. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთს გაუჩნდება პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის სურვილი. დღეს მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. არ არის სასურველი ადგილსამყოფლის, მათ შორის ბინის შეცვლა, სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევის ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სესხის აღება და ნოტარიალური საბუთების გაფორმება. სამაგიეროდ, დღე კარგია თვითშემეცნებისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის, საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად, ნადირობისა და თევზაობისათვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის.
პარტნიორული ურთიერთობები – ნუ იქნებით აგრესიული, სარკასტული და ეჭვიანი, ეს მხოლოდ დაძაბულობას შემოიტანს ურთიერთობაში.
ჯანმრთელობა – დღეს შედეგიანია ყელ-ყურ-ცხვირის, ენდოკრინული და სასუნთქი სისტემის მკურნალობა. თუმცა, ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდსასქესო სისტემა, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და საზარდული. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ იქნება სასურველი. მოერიდეთ რენტგენსა და სხივურ თერაპიას. მეტი იმოძრავეთ. რაც შეეხება კვებას, რაციონში შეიტანეთ ხილ-ბოსტნეული და მჭლე ხორცი.
ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, თოფაზი, მარჯანი და ფირუზი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენს სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ლურჯ, ცისფერ, ყვითელ და იისფერ ტონებს. ეს ფერები, როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში, გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალოა.