სალომე გოგიაშვილმა „რუსთავი 2“-ზე ახალი გადაცემა დაიწყო, სახელწოდებით „ამბავი“. გადაცემის პირველი ეპიზოდი მაყურებელმა უკვე იხილა.
სალომემ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაურეკა მას „პროფილის“ წამყვანმა, მაია ასათიანმა:
„ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ინტერნეტგამოცემამ დაწერა, სალომე გოგიაშვილი „პროფილის“ მსგავსი გადაცემის წამყვანი ხდებაო. ადამიანებისთვის ასეთი წაკბენა და წაქეზება მათი სტილია.
მე რაც „რუსთავი 2“-ში მოვედი, საერთოდ არ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ უნდა გამეკეთებინა ახლებური „პროფილი“. თოქშოუს პრინციპი ყველგან ერთია, წამყვანი, სტუმრები და მათი ამბები. მე არასდროს ვკვეთ წითელ ხაზებს და არ ვიცი, რატომ ჩათვალა მაია ასათიანმა, რომ მას გულს ვატკენდი. ვიღაცებს რა პროვოკაციაც უნდოდათ, ის გამოუვიდათ. მაიამ ინერვიულა და ამ ფონზე სტატუსი დაწერა. შემდეგ დამირეკა, ვისაუბრეთ და ყველაფერი დალაგდა. მსგავსი პროვოკაციები ალბათ მომავალშიც იქნება…“
