LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში კვადროციკლით ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა

139
შსს

თელავში, კვადროციკლით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ალაზნის გამზირზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავის და ყბა-სახის მძიმე ტრამვა მიიღო და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმის თქმით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი თბილისში გადაყვნა იგეგმება.

მეორე დაშავებულს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და შესაბამისი მკურნალობა ადგილობრივ სავადმყოფოში უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g