LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტის მადლიერებას არ უნდა უყუროს ექიმმა! შენს თავთან უნდა იყო მართალი, მშვიდად უნდა გეძინოს! ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის“ – რას ამბობს მეან-გინეკოლოგი, რეზო სულუხია ექიმისა და პაციენტის დამოკიდებულებაზე

128
რეზო სულუხია

„მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტის“ სტუმარია მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რეზო სულუხია.

მედიკოსმა სხვა საკითხებთან ერთად ექიმსა და პაციენტს შორის  დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გყოლიათ თუ არა უმადური პაციენტი, გინეკოლოგი პასუხობს:

„უმადური კაცი არ უნდა იყოს, დიდი ცოდვაა… ექიმმა მაინც ყველაფერი კარგად უნდა გააკეთოს. ადამიანი როგორ არის? ბოლოს პატრიარქმა რომ თქვა – შეიძლება კაცს პური მიაწოდო და ქვა გესროლოსო. მადლიერებას არ უნდა უყუროს ექიმმა. დღე რომ გავიდა, ღამით სახლში რომ მოდიხარ ექიმი, შენს თავთან უნდა იყო მართალი, მშვიდად უნდა გეძინოს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. ახალ თაობას სულ ვეუბნები, კარგი გაუკეთე- დაივიწყე, კარგი გაგიკეთეს – დაიმახსოვრე“, – ამბობს რეზო სულუხია.   

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g