ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ხშირად უზიარებს გამომწერებს თავისი წარმატების, მნიშვნელოვანი დღეებისა თუ ემოციური განწყობების შესახებ იფორმაციას.
„ალექსანდრეს ასაკის გამო, უკვე აკრული მაქვს მარკა, „გოლდ დიგერი,” რაც არ ვარ… დამაფასეთ მე და ჩემი შრომა, ალექსანდრე არაფერ შუაშია ჩემს წიგნთან და აქაურ მიღწევებთან…“ – ცისნამი საყვარლიშვილი კრიტიკოსებს მიმართავს
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი საზოგადოების მხრიდან არსებულ სტერეოტიპებს პასუხობს და განმარტავს, რომ მის წარმატებაში მეუღლის ფინანსებს როლი არ უთამაშია.
ამჯერად ემიგრანტი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს მიმართავს:
„ჩემი არასდროს არაფერი შეგშურდეთ ხალხო, რამეთუ ყველაფერი დიდი ტკივილით, ცრემლით, შრომით, დარდით, ნერვიულობითა და თავდადებით მოვიპოვე და ახლა, როცა მინდა რომ ტკბობა დავიწყო, მაშინაც ცხოვრება სულ წინაღმდეგობებს მიწევს და მაინც მატირებს“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.
