LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის სადებიუტო ალბომის გამოსვლიდან 27 წელი გავიდა – რატომ დაერქვა ალბომს On the 6?

107
photo-collage.png (2)

1-ელ ივნისს, ჯენიფერ ლოპესის სადებიუტო სტუდიური ალბომის – On the 6 გამოსვლიდან, 27 წელი გავიდა.

ეს გახლავთ ალბომი, რომელმაც ჯეი ლო მსოფლიო მასშტაბის პოპ-ვარსკვლავად აქცია.

მასში შესული ისეთი ჰიტები, როგორებიცაა If You Had My Love, რომელიც Billboard Hot 100-ის სათავეში მოექცა, No Me Ames დუეტი მარკ ენტონთან, Waiting for Tonight და Let’s Get Loud დღემდე საკულტო ტრეკებად ითვლება.

საინტერესოა, რომ ალბომს სახელი ნიუ-იორკის მეტროს მე-6 ხაზის პატივსაცემად დაერქვა. სწორედ ამ ხაზით მგზავრობდა მომღერალი ყოველდღიურად ბრონქსიდან მანჰეტენზე, სანამ მუსიკალურ ინდუსტრიაში წარმატებას მიაღწევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები