LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „გულისამაჩუყებელი დღე დაგვიდგა… გილოცავთ, ჩემო ციყვუნიებო…“ – ია ჩანტლაძე თავის ტყუპებს მიმართავს

200
ია ჩანტლაძე

მომღერალი ია ჩანტლაძე თავისი ტყუპი ქალ-ვაჟის ცხოვრებაში მნიშვნელოვან დღეს აღნიშნავს, პატარებმა ბაღი დაამთავრეს. მომღერალი მათთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და წერს:

„გულისამაჩუყებელი დღე დაგვიდგა… ბაღიც დაამთავრეს ჩემმა ციყვებმა – უმნიშვნელოვანესი ეტაპი მათ ცხოვრებაში, სადაც ფაქტობრივად, პირველი ნაბიჯები გადადგეს, პირველი მეგობრები შეიძინეს, პირველად ისწავლეს ლექსები და სიმღერები, პირველად იჩხუბეს, პირველად შერიგდნენ, პირველი დათმობა ისწავლეს და სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინება.

გილოცავთ, ჩემო ციყვუნიებო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები