რუსთავი-თბილისის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ავტომანქანას დაეჯახა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, დაშავებულია მოტოციკლის 26 წლის მძღოლი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
