ამალგამის ბჟენები შეიცავს 50% ვერცხლისწყალს. ძირითადი დაზიანებები უკავშირდება ვერცხლისწყლის ორთქლის გამოყოფას და კბილის მექანიკურ ცვლილებებს. ღეჭვის ან კბილების კრაჭუნის დროს, ამალგამი გამოყოფს ვერცხლისწყლის ორთქლს, რომელიც შესაძლოა ორგანიზმმა შეისუნთქოს. სარისკო ჯგუფებს მიეკუთვნებიან ორსულები, მეძუძურ დედები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, თირკმლის პრობლემების ან ნევროლოგიური დაავადებების მქონე პირები.
ამალგამი ტემპერატურის ცვლილებისას ფართოვდება და ვიწროვდება. დროთა განმავლობაში, ამ ფიზიკურმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილის კედლების დაბზარვა ან მოტეხილობა.

ამალგამის ჟანგვის შედეგად, მეტალის ფერი გადადის კბილის ჯანსაღ ქსოვილზე, რაც ესთეტიკურ დისკომფორტს იწვევს. ზოგიერთ პაციენტს უვითარდება ადგილობრივი ალერგია ამალგამის შემადგენელ მეტალებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ლორწოვანის ანთება ან ე.წ. ლიქენოიდური რეაქციები (თეთრი ან წითელი ლაქები ლოყის შიდა მხარეს).
თუ ბჟენის ქვეშ კარიესია განვითარებული, ბჟენი მოტეხილია ან პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია, აუცილებელია ამალგამის ამოღება.