ბრუქსიზმი კბილების გაუცნობიერებელი და ძლიერი კრაჭუნია, რომელიც ძირითადად ღამით, ძილის დროს ვითარდება. ადამიანებს, რომლებიც ძილის დროს კბილებს აკრაჭუნებენ, უფრო მეტად აქვთ ძილის სხვა დარღვევები, როგორიცაა ხვრინვა და სუნთქვის შეჩერება. მსუბუქი ბრუქსიზმი არ საჭიროებს მკურნალობას. თუმცა, ზოგიერთ ადამიანში ბრუქსიზმი შეიძლება იყოს ხშირი და საკმარისად მძიმე, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ყბის დარღვევები, თავის ტკივილი, კბილების დაზიანება და სხვა პრობლემები. ბრუქსიზმის სიმპტომებია: კბილების კრაჭუნი, კბილებს ერთმანეთზე იმდენად ძლიერად აბჯენთ, რომ ხმაურის გამო ოთახში მყოფ სხვა ადამიანს აღვიძებთ; მორყეული კბილები; გაცვეთილი კბილის მინანქარი; კბილის ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა; ყბის ტკივილი ან ყბის კუნთების დაჭიმულობა; ტკივილი კისრის, სახის ან ყბის მიდამოში; ყურის ტკივილის შეგრძნება, თავის ტკივილი, ღეჭვის შედეგად დაზიანებული ლოყა შიდა მხარეს; ძილის დარღვევა.
ბრუქსიზმი შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ემოციებით, როგორიცაა შფოთვა, სტრესი, ბრაზი, იმედგაცრუება ან დაძაბულობა. ძილის ბრუქსიზმი შეიძლება იყოს ძილთან დაკავშირებული საღეჭი აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია ძილის დროს აღგზნებასთან. უმეტეს შემთხვევაში, ბრუქსიზმი არ იწვევს სერიოზულ გართულებებს. მაგრამ მძიმე ბრუქსიზმი შეიძლება გამოიწვიოს: კბილების, რესტავრაციების, გვირგვინების ან ყბის დაზიანება; თავის ტკივილი; სახის ან ყბის ძლიერი ტკივილი; დარღვევები, რომლებიც წარმოიქმნება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრებში.
ხშირ შემთხვევაში ბრუქსიზმის მკურნალობა არ არის საჭირო, ვინაიდან რაღაც დროის გასვლის შემდეგ ეს ჩვევა ქრება, მაგრამ თუ კბილების კრაჭუნი ძალიან შემაწუხებელია, აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა დაინიშნოს შესაბამისი თერაპიული და მედიკამენტოზური მკურნალობა.