განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება 15:00 საათზე და გასტანს 17:36 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
თანაც, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. ეს ფაქტორი, თავის მხრივ, ასევე შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს წნევის მხრივაც, წნევის უეცარმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.
დღის რეკომენდაციები:
დღეს ეცადეთ, სხვისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეთ. პერიოდი მეტად სასიკეთოა სახლიდან უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად, ვალდებულებებისგან განთავისუფლებისა და მავნე ჩვევების დასაძლევად. მოქმედებისას მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ სწრაფად შესრულებად საქმეებს. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი კარგი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.
მოერიდეთ მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. სამაგიეროდ, დღე სასიკეთოა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, საიუბილეო საღამოების მოწყობისთვის, თვითშემეცნებისა და მკურნალობის დასაწყებად. პერიოდი მეტად პოზიტიურია დიზაინისა და არქიტექტურისთვის, ასევე ხელოვნების ნიმუშების, ავეჯის, მუსიკალური ნივთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შესაძენად.
პარტნიორული ურთიერთობები:
დღევანდელი დღე შესანიშნავია შემოქმედებითი იდეების რეალიზაციისთვის, მეგობრობისა და სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის. კოსმიური ფონი მაქსიმალურად უწყობს ხელს ქორწინებას, ხოლო პირად სფეროში მოსალოდნელია მეტად იღბლიანი და საინტერესო ნაცნობობა.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი და თირკმელები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.
კვების რაციონიდან მკაცრად მოერიდეთ ცხარე, მლაშე და ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს, ასევე ზედმეტი რაოდენობის სითხის მიღებას, რადგან ყოველივე ეს ნეგატიურად იმოქმედებს ორგანიზმზე. სამაგიეროდ, მეტად ეფექტური და შედეგიანია დღეს კბილების, სისხლძარღვებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა, ისევე როგორც კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია ნეფრიტის, ლაზურიტის, ჟადეიტის, ოპალისა და თოფაზის გამოყენება.
ფერებიდან დღის განმავლობაში სასურველია ლურჯი, ცისფერი, ბეჟი და მწვანე ტონები, ხოლო საღამოს საათებში თქვენს სამოსს დაუმატეთ შავი და წითელი ფერები (თქვენი გემოვნებით).
ზოდიაქოს ნიშნები:
დღევანდელი დღე დადებითია მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია ეს პერიოდი ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.