LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იტალიური ქორწილის ემოციური მომენტები – შორენა ბეგაშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს

548
შორენა ბეგაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილის ახალ კადრებს აქვეყნებს.

შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა, ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძე რამდენიმე დღის წინ, კომოს ტბაზე იქორწინეს. აღსანიშნავია, რომ ქორწილი შორენას დაბადების დღეს დაემთხვა, ის 8 ივლისს 44 წლის გახდა.

ვიდეო: შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა იტალიაში იქორწინეს – კადრები კომოს ტბიდან

შო­რე­ნამ არ­ჩე­ვა­ნი სადა, თეთრ სა­პა­ტარ­ძლო კა­ბა­ზე შე­ა­ჩე­რა, მის­მა რჩე­ულ­მა კი კლა­სი­კუ­რი შავი ლუქი მო­ირ­გო.

აღსანიშნავია, რომ ულამაზესი კაბა, რომელიც შორენა ბეგაშვილს ქორწილის ცერემონიაზე ეცვა, საერთაშორისო ბრენდს, მოდის სახლს Fjolla Nila-ს ეკუთვნის. აღნიშნული მოდის სახლის მიერ შექმნილი კაბების ფასები 2 000-3 000 ევროს ფარგლებში მერყეობს.

გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, ახლადდაქორწინებულმა წყვილმა საფრანგეთში იმოგზაურა.

ვიდეო: პარიზის მერე ჯადოსნური კუნძული – შორენა ბეგაშვილი მონ-სენ-მიშელზე გადაღებულ ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები