კვირის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ 29 ივლისს. ამ დღეს გვაქვს სავსემთვარეობა – მზისა და მთვარის დაპირისპირება, რაც მეტად განაპირობებს დეპრესიულ, აგრესიულ, ტრავმულ და ავარიულ ტენდენციებს, კონფლიქტებსა და ჯანმრთელობის გაუარესებას. რადგან ნეგატიური ენერგიების დღეა, ვეცადოთ, რომ ოთხშაბათი დღე გავატაროთ მშვიდად, არ გადავდგათ არანაირი ახალი, მნიშვნელოვანი ან სარისკო ნაბიჯი და მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ.
ვერძი:
თქვენთვის საინტერესო კვირაა იმ კუთხით, რომ მეგობრებისგან და კოლეგებისგან დახმარების მიღების შესაძლებლობა საკმაოდ მაღალია, რაც დაგეხმარებათ არსებული პრობლემების გადაჭრაში. თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება. ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერული თვისებებითა და უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთებით აღსავსე.
გონებამახვილობა ხელს შეგიწყობთ საინტერესო იდეებისა და პროექტების რეალიზაციაში. გარშემომყოფებთან ურთიერთობები მეტად დალაგდება და გაგიჩნდებათ სხვების დახმარების სურვილიც. ეს საუკეთესო პერიოდია შვილებთან ურთიერთობისთვის, რადგან თქვენ შორის ურთიერთგაგება საგრძნობლად მატულობს. კვირა ხელსაყრელია რომანტიკული თავგადასავლებისთვის ან უკვე არსებული სასიყვარულო კავშირების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად. იმოქმედეთ აქტიურად და მაქსიმალურად გამოიყენეთ ამ კვირის პოზიტიური შანსები.
კურო:
თქვენი ენერგოტონუსი კლებას იწყებს, ამიტომ ამ პერიოდში საუკეთესო გამოსავალი ძველი საქმეების დასრულება ან დასვენებისთვის მომზადებაა. ვინაიდან იმუნიტეტი დროებით მცირდება, იმატებს ადვილად დაღლის, გაციებისა და საქმეების არასწორად წარმართვის ტენდენცია. მიუხედავად ამისა, კვირის პირველი ნახევარი მაინც შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგიერთი პრობლემის წარმატებით მოსაგვარებლად. მოსალოდნელია სასიკეთო საოჯახო ცვლილებებიც.
ნეგატიური ტენდენციები უფრო მეტად კვირის მეორე ნახევრიდან იჩენს თავს. შესაძლოა წარმოიშვას გაუგებრობები ახლობლებთან, ნათესავებთან ან მეგობრებთან, რის გამოც გმართებთ მეტი დიპლომატია, წინდახედულება და სიფრთხილე. ამ პერიოდში შესაძლოა რუტინული საქმეების შესრულებაც მოგიწიოთ.
ტყუპები:
თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება და ენერგია დღითიდღე გემატებათ. ხდებით ბევრად გონებამახვილი. ეს არის საინტერესო პერიოდი თქვენთვის საყვარელი საქმიანობისთვის. გელით მრავალფეროვანი კონტაქტები, მოლაპარაკებები, შეხვედრები, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და მგზავრობა-მოგზაურობა – ყველაფერი გადასარევად წარიმართება. შეძლებთ საინტერესო იდეების რეალიზებას.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ. ოპონენტებმა და კრიტიკოსებმა შეიძლება სცადონ თქვენი საქმიანი და შემოქმედებითი პოტენციალის შეფერხება. მოსალოდნელია მცირე ფინანსური სირთულეები და დაძაბულობა მეგობრებთან ან კოლეგებთან. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ამ ნეგატიური გამოვლინებების მიმართ, რათა მათ ხელი არ შეუშალონ მთლიანობაში საკმაოდ კარგ კვირას.
კირჩხიბი:
ამ კვირაში თქვენი ენერგოტონუსი და იმუნიტეტი კლებულობს, რის გამოც ადვილად დაიღლებით და შრომისუნარიანობაც შედარებით შემცირდება. ეცადეთ, თავი არ გადაიტვირთოთ. კვირის პოზიტიური ტენდენცია ის არის, რომ შეძლებთ ძველი იდეების დასრულებას და საქმეების ნორმალურად წარმართვას.
იღბლიანობა ჯერ კიდევ ნარჩუნდება, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში, რაც დაგეხმარებათ რთული სიტუაციებიდან იოლად გამოსვლაში და პროფესიონალიზმის საუკეთესოდ წარმოჩენაში. შესაძლოა ადრე შესრულებული სამუშაოდან მატერიალური დივიდენდები, ბონუსები ან პრემიებიც მიიღოთ.
თუმცა, სიფრთხილეს თავი არ აარიდოთ – უმნიშვნელოვანესია, რომ არ დაარღვიოთ კანონები და წესები, რათა თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო ვითარებაში აღმოჩენა. სხვა მხრივ, კვირა საკმაოდ პერსპექტიულია.
ლომი:
თქვენ ამ პერიოდის გამოკვეთილი ფავორიტი ხართ. მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, ამიტომ ყოველდღიურად გემატებათ ენერგია და უმჯობესდება შრომისუნარიანობა. მატულობს იღბლიანობაც და ფსიქოემოციურად ბევრად სტაბილური ხდებით. ეს კოსმიური მხარდაჭერა წარმატების დიდ შანსებს გაძლევთ.
მიუხედავად ამისა, გარკვეული ნეგატიური ტენდენციები მაინც იჩენს თავს. ოთხშაბათის სავსემთვარეობის გამო, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ პარტნიორულ ურთიერთობებში, იგულისხმება როგორც პირადი, ისე ბიზნესკავშირები, სადაც დროდადრო შესაძლოა სიტუაცია გაუგებრობების ნიადაგზე დაიძაბოს. ამავე პერიოდში მოსალოდნელია ახალი ნაცნობების გამოჩენა, რომელთაც ექნებათ ცხოვრებისეული მოვლენებისადმი არასტანდარტული ხედვა და საინტერესო იდეები, რამაც შესაძლოა სრულიად შეცვალოს თქვენი მსოფლმხედველობა.
ქალწული:
თქვენი ენერგოტონუსი და შრომისუნარიანობა ოდნავ მცირდება, ამიტომ ჯანმრთელობას მეტი მოფრთხილება სჭირდება. მიუხედავად ამისა, ხართ საკმაოდ მეგობრული და შარმით აღსავსე. ვალდებულებები მოგემატებათ, თუმცა თქვენი ბუნებიდან გამომდინარე, პრობლემების მოგვარებას სხვა ნიშნებთან შედარებით ბევრად იოლად შეძლებთ. შესაძლებელია ზოგიერთი პროექტის კარგად წარმართვა, დასრულება და კარიერული კუთხით სასიკეთო ცვლილებების მიღწევა.
კვირის მეორე ნახევრიდან უნდა გაითვალისწინოთ, რომ შედიხართ თქვენს დაბადების დღემდე არსებულ რთულ პერიოდში, რომელიც დაახლოებით 15 აგვისტომდე გასტანს. ამ დროს იმუნიტეტი რადიკალურად ეცემა, იმატებს გაციების, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რაც განსაკუთრებით მომდევნო კვირაში იგრძნობა. ამიტომ, დროა იფიქროთ დაწყებული საქმეების დასრულებასა და დასასვენებლად მომზადებაზე.
სასწორი:
გაითვალისწინეთ, რომ კვირის პირველი ნახევარი ბევრად უკეთესია, ვიდრე მეორე ნახევარი. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს 29 რიცხვი, ოთხშაბათი, სავსემთვარეობის დღე. მზისა და მთვარის დაპირისპირებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტები, ტრავმულ-ავარიული ტენდენციები და დეპრესიული გამოვლინებები, ასევე არსებობს შეცდომების დაშვების რისკიც. ამიტომ, სხვა ნიშნების მსგავსად, თქვენც ეცადეთ ეს პერიოდი ფრთხილად და წინდახედულად გაიაროთ. ამ დღეს ნუ დაიწყებთ ახალ, მნიშვნელოვან და სარისკო საქმეებს, ყველაფერი მშვიდად განვლეთ.
მთლიანობაში ამ კვირაში თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება, სასწორები ბევრად თავისუფლად მოქმედებთ და თავს კომფორტულად გრძნობთ. აშკარად მოიმატებს იღბალიც. იპოვით ისეთ ადამიანებს, რომელთაც თქვენნაირი საერთო მიზნები ექნებათ, რაც საგრძნობლად გააძლიერებს პარტნიორულ ურთიერთობებს. თუკი აქამდე გქონდათ რაიმე სახის დაძაბულობა გარშემომყოფებთან, სიტუაცია აუცილებლად მოწესრიგდება და გაირკვევა. ეს სიახლეების დროა, ამიტომ თამამად შემოიტანეთ ცხოვრებაში რეფორმები და მიეცით თავს იმპროვიზაციის საშუალება.
მორიელი:
ამ კვირაში თქვენი ენერგოტონუსი იკლებს, ამიტომ რაც მეტი დრო გავა, მით უფრო მეტად იგრძნობთ, რომ ადვილად იღლებით. შესაძლოა დაუშვათ შეცდომები და გამოავლინოთ ემოციური გაღიზიანებადობა, რის გამოც ამ მიმართულებით მეტი ყურადღება გმართებთ.
სხვა მხრივ, დადებითი პერსპექტივები ამ კვირაში უდავოდ გაქვთ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენს კარიერულ განვითარებასა და სოციალური სტატუსის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია იმისათვის, რომ ზოგიერთი თქვენი ვალდებულება სხვებს გადააბაროთ, რასაც საკმაოდ პოზიტიური შედეგები მოჰყვება. რაც უფრო მეტად შეინარჩუნებთ კარგ, სტაბილურ ურთიერთობებს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, მით უფრო მეტად წახვალთ წინ პროფესიული თვალსაზრისით.
მშვილდოსანი:
თქვენი ენერგოტონუსი ყოველდღიურად მატულობს, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ხართ ფორმაში, გიუმჯობესდებათ ხასიათი და გემატებათ ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. სიტუაცია აშკარად თქვენს სასარგებლოდ იცვლება, თავს ბევრად თავისუფლად გრძნობთ. გაგიჩნდებათ მგზავრობისა და მოგზაურობის სურვილი, ასევე გექნებათ აქტიური კონტაქტი უცხოელებთან. ეს ყოველივე არა მხოლოდ კარგ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ, არამედ შესაძლოა ძალიან სარფიანიც აღმოჩნდეს თქვენთვის.
მოსალოდნელია საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება და საჭირო ადამიანების გაცნობა. კვირა მდიდარი იქნება მივლინებებით და შესაძლოა არაერთი საინტერესო თავგადასავლის წინაშეც აღმოჩნდეთ, სადაც ახალ მეგობრებს შეიძენთ. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ფინანსური მდგომარეობაც უმჯობესდება. თუმცა, საქმიანი კონტაქტები შეიძლება ცოტა რთული აღმოჩნდეს, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე, განსაკუთრებით 29 ივლისის პერიოდში, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.
თხის რქა:
თქვენი ენერგოტონუსი კლებულობს, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია და შრომისუნარიანობაც მცირდება. თუმცა, სამაგიეროდ, თქვენში საგრძნობლად მატულობს დიპლომატიურობა, რაც ხშირად თქვენს სუსტ წერტილს წარმოადგენს. ამჯერად ეს თვისება ძალიან წაგადგებათ, მოქმედებებში ხდებით უფრო ფრთხილი, რის წყალობითაც შეცდომების დაშვებას აირიდებთ თავიდან.
სხვათა შორის, არსებული პრობლემების გადაწყვეტასაც შედარებით იოლად შეძლებთ. მგზავრობისა და მოგზაურობის დროს, თუკი ამ პერიოდში მოგიწევთ გამგზავრება, შესაძლოა ახალი სიყვარული იპოვოთ, თუმცა ამან შეიძლება გარკვეული უსიამოვნებები შექმნას უკვე არსებულ ურთიერთობაში, თუკი ასეთი გაქვთ. მთლიანობაში, პერიოდი ძალიან კარგია უძრავი ქონების შესაძენად, სახლში რემონტის დასაწყებად და სხვა სასიკეთო, საყოფაცხოვრებო ცვლილებებისთვის.
მერწყული:
თქვენი ენერგოტონუსი საგრძნობლად უმჯობესდება. ყოველდღე ხდებით ბევრად აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. თქვენს ცხოვრებაში აშკარად შემოვა განახლების ტენდენციები, მოქმედებისას კი ნაყოფიერება საგრძნობლად მოიმატებს. ძლიერდება თვითრწმენა და ინტუიცია.
დიპლომატიისა და კარგი კომუნიკაციის წყალობით, ძალიან იოლად შეძლებთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოებასა და საკამათო სიტუაციების მოგვარებას, რითაც საბოლოოდ განთავისუფლდებით დაგროვილი პრობლემებისგან. ეს საუკეთესო პერიოდია დაოჯახებისა და ქორწინებისთვის, ახალი სასიყვარულო კავშირების გასაბმელად ან ბიზნესპარტნიორული თანამშრომლობის დასაწყებად. ასევე, შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ნიჭის მაქსიმალურად გამოსავლენად.
თევზები:
თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა კლებულობს, ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას და ზედმეტად ნუ გადაიღლებით. მთლიანობაში პერიოდი სულაც არ არის ცუდი – შესაძლოა მიიღოთ საკმაოდ სარფიანი და საინტერესო საქმიანი წინადადება. კარგი დროა საქველმოქმედო პროექტებში ჩასართავად და სხვების დასახმარებლად, რაც საგრძნობლად აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს გარშემომყოფთა თვალში.
ეს არის პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ შემოქმედებითი მიდგომა გამოიყენოთ საკმაოდ რუტინული საქმეების შესრულებისას, რაც მათ გაკეთებას საგრძნობლად გაგიადვილებთ. ამ კვირაში რაც უფრო მეტად შეძლებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მით უფრო მეტად წაიწევთ წინ პროფესიული თვალსაზრისით.
გეომაგნიტური დღეები: 28, 29, 31 ივლისი და 2 აგვისტო.