103-ე ბაგა ბაღის თანამშრომელმა, 29 წლის ლელა ფანტენაძემ ბათუმში, ზღვაში დახრჩობისგან პატარა ბიჭი გადაარჩინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში ვრცელდება”
პოსტი ბათუმის ჯგუფიდან:
„დღეს სანრემოს ხიდთან, ბიჭი რომ დახრჩობას გადაარჩინე, იმ გოგოს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ.ამ გოგოს გარდა, კიდევ ბევრი გაიქცა საშველად, მაგრამ ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა. პირველი გაიქცა, მითუმეტეს ბავშვებთან ერთად იყო.შენ იბედნიერე შენი შვილებით, უმაგრესი ადამიანი ხართ, ზღვა მადლობა თქვენ.თუ წაიკითხავთ, გამოგვეხმაურეთ, მე შორს ვიყავი, რომ დამენახეთ და დამემახსოვრებინეთ, თუმცა დღეს ყველა იქ მყოფი შენზე საუბრობდა.ყოჩაღ, ასე რომ გარისკე საკუთარი სიცოცხლე…მე რომ მოვედი, თქვენ უკვე წასული იყავით“, – წერს მელ გორგაძე.
მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება ასევე გლდანის დახურულ ჯგუფში.
„მინდა იცნობდეთ ამ საოცარ ადამიანს, ჩვენი უბნის მკვიდრს, 103-ე ბაგა ბაღის თანამშრომელს, რომელმაც ბათუმში ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა სხვისი შვილი და ამ დროს თავისი 3 წლის პატარა ზღვის ნაპირზე დატოვა. დაუფიქრებლად გადაეშვა ტალღებში სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, თავისი სიცოცხლე მცირე წლოვან შვილთან ერთად კი სასწორზე დადო. ამას იმიტომ ვწერ რომ გული მტკივა ზოგჯერ ისეთებს გამოისვრით ხოლმე აღმზრდელების მიმართ რომ, ღირსება შელახული, უთავმოყვარეო ფულზე გაყუდულები გგონივართ. ჩვენც გვაქვს გული და ჩვენც ადამიანები ვართ. გმირი ხარ“.
