LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვცდილობ, მათი თავისუფლება არ შევზღუდო. მე მაქვს ცოტა სხვანაირი პრინციპი – ზოგს მოსწონს, ზოგს – არა…“ – მიხეილ ცაგარელი შვილებთან ურთიერთობასა და აღზრდის საკუთარ პრინციპებზე

539
მიხეილ ცაგარელი ოჯახზე

ცნობილმა ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა, პოდკასტში „Speak Easy Official“ ოჯახურ ურთიერთობებსა და შვილების – ლევანისა და სალომეს, აღზრდის მეთოდებზე ისაუბრა. ასტროლოგის თქმით, მშობლობაში მისი მთავარი პრინციპი ბალანსის დაცვა და შვილების პირადი სივრცისა თუ თავისუფლების პატივისცემაა.

„ვცდილობ, მათი თავისუფლება არ შევზღუდო. მე მაქვს ცოტა სხვანაირი პრინციპი – ზოგს მოსწონს, ზოგს – არა, ზოგი თვლის, რომ სწორია, ზოგიც – არა… მე არ ვარ გადამკვდარი მამა, მაგრამ არც ცივი ვარ, რომ არაფერი მაინტერესებდეს. ვთვლი, რომ აქაც ზომიერების მომენტია…

არ მოსწონთ, ის რაც მე მომწონდა, თავის დროზე „ბითლზებზე“ გავიზარდე, ამათთვის ეს სასაცილო იყო… რასაც ესენი უსმენდნენ, ჩემთვის მიუღებელი იყო რეპი და ეს რაღაც მაიმუნობები, მაგრამ მე პატივი ვეცი, რაც უნდათ მოუსმინონ“. – განაცხადა ცაგარელმა.

@speak.easy.official

როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი? 🎬 სრული ეპიზოდი Speakeasy-ის YouTube არხზე! 🔗 ბმული Bio-შია #მიხეილცაგარელი #speakeasy #cocktails #YouTube #StayTuned

♬ original sound – Speak Easy Official
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები