LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საზოგადოებას სთხოვს, რომ თავი შეიკავოს კომენტარებისაგან – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

245
ლანა ლატარიას პანაშვიდი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მეუფე გერასიმემ უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას გარდაცვლილი შვილის, ლანა ლატარიას „სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა“.

„ამა წლის 5 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საზოგადოებას სთხოვს, რომ თავი შეიკავოს კომენტარებისაგან და ვილოცოთ ლანა ლატარიას სულის ცხონებისთვის“. – წერს საპატრიარქო.

26 წლის ლანა ლატარია, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის, ზაალ ლატარიას შვილი იყო.

ზაალ ლატარიამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მას მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარი უთხრეს, თუმცა რატომ არ აუხსნიათ. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული ფაქტი მამის უკრაინაში ბრძოლას დაუკავშირა.

„სიმართლე გაცხადდება…ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არასდროს დაუდგენია“ – ანდრია ჯაღმაიძე