LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედაჩემი კლონია???“ – ბრიტნი სპირსის ვაჟი ვიდეოს ავრცელებს

346
page

ბრიტნი სპირსის 19 წლის ვაჟმა, ჯეიდენ ჯეიმსმა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეთქმულების თეორია უარყო, რომლის მიხედვითაც მისი დედა, თითქოს „კლონით“ ან „ციფრული ორეულით“ შეცვალეს. მან ამ ვერსიას „სრული აბსურდი“ უწოდა.

პირდაპირი ეთერის დროს ჯეიდენმა აღნიშნა, რომ ტიკ ტოკზე მილიონობით ნახვის მქონე ვიდეოებს ხშირად ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ავრცელებენ.

„ტიკ ტოკზე შევედი და ვნახე ვიდეო, რომელსაც 1,2 მილიონი მოწონება ჰქონდა. სათაურში ეწერა: „ყველაზე პოპულარული თეორია – ბრიტნი სპირსი ჯერ კიდევ ცოცხალია?“ მეგობარო, შეგიძლია უბრალოდ მის გვერდზე შეხვიდე და თავად ნახო, რომ ის იქ არის“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ნათლად აჩვენებს, რამდენად ხშირად არის მედია და სოციალური ქსელები გადაჭარბებული ან მცდარი ინფორმაციის წყარო.

„ეს მაფიქრებინებს, რომ მედიაში ძალიან ბევრი რამ გაზვიადებულია ან საერთოდ ყალბია. ადამიანები ხშირად ყველაფერს იჯერებენ, რაც ბევრ მოწონებას აგროვებს. ისინი ფაქტების გადამოწმებას არ ცდილობენ“, – თქვა ჯეიდენმა.

ბოლო პერიოდში ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება კონსპირაციული თეორია, რომლის თანახმადაც ბრიტნი სპირსი თითქოს კლონით ან ციფრული ორეულით ჩაანაცვლეს. ამ მოსაზრების მხარდამჭერები არგუმენტად მომღერლის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებს ასახელებენ, სადაც, მათი მტკიცებით, ზოგიერთ კადრში სპირსის სახე წამიერად იცვლება.

შეთქმულების თეორიის ავტორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ მომღერლის გარეგნობის გარკვეულ ცვლილებებზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვარაუდები განსაკუთრებით მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბრიტნი სპირსის არაერთმა უჩვეულო საჯარო გამოსვლამ და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

ბრიტნი სპირსმა უცნობ მამაკაცთან ერთად იახტაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

მედიაში, ბრიტნი სპირსის დაკავების კადრი ვრცელდება – პოპ-ვარსკვლავის უახლესი გამოჩენა

ვიდეო: „გიტარები პატარა უცხოპლანეტელ ბავშვებს მაგონებს“ – ბრიტნი სპირსის შოკის მომგვრელი აღიარება – 44 წლის ვარსკვლავს მესამე შვილის ყოლა სურს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები