ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „სიცრუის დეტექტორის“ გასული ეპიზოდის სტუმარი მომღერალი თინათინ ჭულუხაძე იყო.
თინათინ ჭულუხაძეს გადაცემაში თან ახლდა მთავარი გულშემატკივრები, შვილები – მათე და თომა მარტაშვილები.
სხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობის მსგავსად, ტრადიციულად, თინათინ ჭულუხაძემ შვილებთან ერთად აღნიშნულ გადაცემაშიც იმღერა.
მათ ერთად შეასრულეს სიმღერა „საქართველო ლამაზო“.
„ბრწყინვალე შესრულება“, „საოცარი დედა და შვილები“, „გულს უხარია თქვენი დანახვა და მოსმენა“, „იშვიათია ასეთი შესრულება“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
