ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
„სისხლის ანალიზს იღებენ არათითიდან. რატომ არ იღებენ, მაგალითად სხვა რომელიმე თითიდან. როდესაც ცერა თითიდან იღებდნენ ანალიზს, რაიმე ინფექციის არსებობის შემთხვევაში ვრცელდებოდა მთელს ხელზე. ანალიზის აღების შემთხვევაში სხვა რომელიმე თითიდან ინფექცია არ ვრცელდებოდა.
ამის მიზეზი არის ის, რომ სხვა თითები ლოკალიზებულია. პირველ და მეორე თითზე კანი სქელი გვაქვს, რადგან მას საკმაოდ ხშირად ვიყენებთ. ასევე არათითში ნაკლები რეცეპტორები გვაქვს და ჩხვლეტაც მტკივნეული არ არის“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
