One Direction-ის ყოფილი წევრის, ლიამ პეინის სიცოცხლის ბოლო საათებთან დაკავშირებული აქამდე უცნობი ფოტოები და დოკუმენტები გავრცელდა, რომლებიც მისი გარდაცვალების წინ განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
მასალები დაახლოებით 3 000 ფოტოს, დოკუმენტს, მოწმეთა ჩვენებასა და სხვადასხვა ანგარიშს მოიცავს. მათ შორის არის სასტუმრო CasaSur Palermo-ში გადაღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, სადაც პეინი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა.
ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, როგორ ერთობა მუსიკოსი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე. სხვა კადრებში პეინი სასტუმროს თანამშრომლებს ესაუბრება, მოგვიანებით კი ლობიში ორ ქალთან ერთად იმყოფება. პოლიციის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ქალები სექს-მუშაკებად იყვნენ იდენტიფიცირებულნი. საქმის მასალების მიხედვით, პეინმა ერთ-ერთ მათგანს გარდაცვალების დილას საკუთარი ფოტოც გაუგზავნა.
შეგახსენებთ, 31 წლის ლიამ პეინი 2024 წლის 16 ოქტომბერს ბუენოს-აირესში, სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ლიამ პეინის ქონების ერთპიროვნული მემკვიდრე მისი 9 წლის ვაჟი გახდა
