LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ადამიანი ჭარბწონიანია და ქოლესტერინი გროვდება სისხლძარღვებში და არ ხდება ჟანგბადით, ეს გარკვეულ ნეიროპათიას იწვევს და მოქმედებს ინტელექტზე“ – ციცინო შურღაია ჭარბწონიანებზე სკანდალურ განცხადებას განმარტავს

152
ციცინო შურღაია

ლორენცო ლორიას საავტორო Youtube პოდკასტის, „შიშველი სიმართლის“ ახალი ეპიზოდის სტუმარია პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია.

ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა კიდევ ერთხელ განმარტა მის მიერ ნათქვამი სკანდალური ფრაზა, რომლიც ჭარბწონიან ადამიანებს ეხებოდათ:

„არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა… სიგამხდრე არის ჯანმრთელობა“ – როგორ ინარჩუნებს ფორმას ციცინო შურღაია, ცნობილი პლასტიკური ქირურგის რეკომენდაცია

„ეს ჩემი ფრაზა არ იყო, ეს ფრაზა ვიცოდი ბავშვობიდან… ბევრი რამე წამიკითხავს, ვანო ურჯუმელაშვილიც წაკითხული მაქვს და ვიმახსოვრებ რაღაცეებს. ნიურბერგის პროცესიც წაკითხული მქონდა, სტალინის ტომების გარდა ყველაფერი წაკითხული მქონდა და მახსოვდა ეს ფრაზა, რომ თუ გინდა რომ იყო ინტელექტუალური, არ უნდა გასუქდე ანუ მოწესრიგებული უნდა იყო და გვიმეორე, რაღაც გამახსენდა, ეს არის, რომ არ უნდა გაიმეორო, ან უნდა თქვა ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, მოყვა აჟიოტაჟი… უბრალოდ ნოზოლოგიური ერთეულია ჭარბი წონა, ანუ სიმსუქნეს თავის კოდი აქვს და როდესაც ადამიანი ჭარბწონიანია და ქოლესტერინი გროვდება სისხლძარღვებში და არ ხდება ჟანგბადით, ეს გარკვეულ ნეიროპათიას იწვევს და მოქმედებს ინტელექტზე, ეგ არის… შენ თუ ჯანმრთელი არ ხარ, შენ ვერ მოარჩენ შენ პაციენტს…“ – ამბობს შურღაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები