LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ფარულად ხვდებიან? – დასავლური მედია შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს

164
page

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ურთიერთობა კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც უცხოური მედია წერს, 62 წლის ბრედ პიტი და 57 წლის ჯენიფერ ენისტონი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაახლოვდნენ და ერთმანეთს პერიოდულად, ფარულად ხვდებიან.

ჯენიფერ ენისტონი კვლავ ბრედ პიტზე საუბრობს

ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს და წყაროდ ინფორმირებულ ადამიანებს ასახელებს. მათი თქმით, პიტი რამდენიმე თვის განმავლობაში რეგულარულად სტუმრობდა Apple TV+-ის პოპულარული სერიალის, „დილის შოუს“ (The Morning Show) გადაღებებს, რომელშიც ენისტონი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

ინსაიდერების მტკიცებით, პაპარაცებისა და გარშემომყოფების ყურადღების თავიდან ასაცილებლად, მსახიობი პირდაპირ ენისტონის ტრაილერთან მიჰყავდათ.

როგორც წყაროები ამბობენ, ყოფილი მეუღლეები იქ ხშირად ერთად სადილობდნენ და მსგავსი შეხვედრები დაახლოებით კვირაში ერთხელ იმართებოდა.

გარდა ამისა, მათი თქმით, პიტი ზოგჯერ ჯენიფერ ენისტონს სახლშიც სტუმრობდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია მხოლოდ ინსაიდერების განცხადებებს ეყრდნობა და არც ბრედ პიტს და არც ჯენიფერ ენისტონს მათი სავარაუდო ფარული შეხვედრების შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

არსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ახალ ურთიერთობაში იმყოვფება. ჯეინიფერი ჯიმ კერტისს ხვდება, ბრედი კი ინეს დე რამონს.

„ყველაფერი ვცადე, ხელოვნური განაყოფიერება, ჩინური ჩაი, კვერცხუჯრედის გაყინვა…“ – ჯენიფერ ენისტონი პირველად ალაპარაკდა ემოციურ საკითხზე

ბრედ პიტის სახლში გადასვლის შეთავაზების შემდეგ, ჯენიფერ ენისტონი პირველად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები