LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკრეასის კიბო

104
პანკრეასის კიბო

პანკრეასის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. პანკრეასის კიბოს აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან. 

კუჭქვეშა ჯირკვალი შედგება თავის, კუდისა და სხეულისაგან. ჯირკვალი მდებარეობს მუცლის უკანა კედელზე, კუჭის უკან. აღნიშნული ორგანო გამოიმუშავებს იმ ფერმენტებს, რომელიც ხელს უწყობს საკვების დანაწევრებას. კუჭქვეშა ჯირკვალი აგრეთვე არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ავთვისებიანი წარმონაქმნი შეიძლება განვითარდეს ჯირკვლის თავში, კუდში ან სხეულში. ზოგჯერ სიმსივნე სრულებით მოიცავს აღნიშნულ ორგანოს. დაავადებას აქვს აგრესიული ხასიათი და რთულად ექვემდებარება მკურნალობას. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო სწრაფად აზიანებს მეზობელ ორგანოებს. როგორც წესი, აღნიშნული დაავადების დროს მეტასტაზები ჩნდება ღვიძლში. ანომალიური უჯრედები სწრაფად ვრცელდება პერიტონეუმში, რაც ოპერაციის ჩატარებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. 

პანკრეასის კიბოს იწვევს თამბაქოს მოხმარება. თამბაქოს კვამლის შემადგენლობაში შედის ნიტროზამინი, ნივთიერება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების გაჩენა. ცხიმიანი და ცხარე საკვების ჭარბი მოხმარება; არასწორი კვება. არასწორი კვება გულისხმობს დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმების, შაქრის, კონსერვირებული პროდუქტების მოხმარებას და უჯრედისის დეფიციტს; ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება; მემკვიდრეობითობა; ასაკი. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ პაციენტთა საშუალო ასაკი 67 წელია. შაქრიანი დიაბეტი. კიბოსწინარე დაავადებებს მიეკუთვნება: კუჭქვეშა ჯირკვლის ადენომა; ქრონიკული პანკრეატიტი; კუჭქვეშა ჯირკვლის კისტა. ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებითი დაავადებები, ასევე ციროზი და პანკრეატიტი, მნიშვნელოვნად ზრდის სიმსივნის გაჩენის ალბათობას. 

კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს სიმპტომებია: მადის დაქვეითება და წონის კლება; საერთო სისუსტე; მაღალი ტემპერატურა; ყაბზობა და მუცლის შებერილობა; შრომისუნარიანობის დაქვეითება; კანის, ლორწოვანისა და თვალების მოყვითალო ფერი; ღია ფერის განავალი; ქავილი; ტკივილი წელის არეში; გულისრევა; შაქრიანი დიაბეტის გაჩენა. დროული მიმართვა სპეციალისტებისათვის და ხარისხიანი დიაგნოსტიკა უაღრესად მნიშვნელოვანია. დაავადების დიაგნოსტიკა ხორციელდება: კომპიუტერული ტომოგრაფიით; მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით; ულტრაბგერითი გამოკვლევით. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი სიმსივნის ამოკვეთაა. სამწუხაროდ, ოპერაციის ჩატარება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებასა და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები