LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვჭამოთ ხინკალი ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ – ექიმი ენდოკრინოლოგი, ეკა კუხიანიძე გვირჩევს

745
ეკა კუხიანიძე

ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ეკა კუხიანიძე ამბობს, რომ სწორი კვება არ ნიშნავს მუდმივ შეზღუდვებს, მთავარია დავიცვათ ბალანსი. 

ამის შესახებ სპეციალისტი ვიდეომიმართვაში საუბრობს და თავის გამომწერებს ასწავლის როგორ მიირთვან ხინკალი ისე, რომ ეს მათ წონაზე არ აისახოს:

„მე ჩემს პაციენტებს არაფერს ვუკრძალავ, მათ ვასწავლი, როგორ ვჭამოთ ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ. სანამ ხინკალს ველოდებით, ვჭამთ ბოსტნეულს. ბოსტნეული იკავებს კუჭის მოცულობას და ანელებს ნახშირწყლების შეწოვას. ასეთ შემთხვევაში 3-4 ხინკალი, არანაირ ზიანს არ მოგვაყენებს. სწორი კვება არ ნიშნავს მუდმივ შეზღუდვებს, მთავარია დავიცვათ ბალანსი. 80 პროცენტი სუფთა კვება და 20 პროცენტი თქვენი საყვარელი კერძები…“ – ამბობს ექიმი.

@inhormonesitrust

სწორი კვება არ ნიშნავს მუსმივ შეზღუდვებს , მთავარია დაიცვათ ბალანსი #ენდოკრინოლოგი #fyp #ინსულინრეზისტენტობა #წონისკლება

♬ original sound – Eka Kukhianidze MD, PHD
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები