12 აგვისტოს ღამეს, გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოქალაქეები ბათუმისა და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს – ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11 დაშავებულს მკურნალობენ.
როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტოლოგი ანა კოჩაძე აცხადებს, შედარებით მძიმეა 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შემოყვანილია 11 პაციენტი, აქედან 6 პაციენტი არის პედიატრიული ასაკის, 5 კი მოზრდილი. აქედან, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც შედარებით მძიმე პაციენტები არიან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“, – აცხადებს ექიმი.
ვინ არიან გომის მთაზე, მძიმე ავარიისას დაღუპულები – ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან
ცნობისათვის, 12 აგვისტოს, ღამით, გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. გარდაცვლილები ბელორუსიის მოქალაქეები არიან.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
