გასულ ღამეს, გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სულ 17 მოქალაქე დაშავდა – ყველა მათგანი ბელარუსის მოქალაქეა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები მალევე გადაიყვანეს ბათუმისა და ჩოხატაურის კლინიკებში. არსებული ინფორმაციით, მათმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
ცნობისათვის, 12 აგვისტოს, ღამით, გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. გარდაცვლილები ბელორუსიის მოქალაქეები არიან.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
