LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (17-23 აგვისტო) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3885
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე პერიოდში ვიმყოფებით ე.წ. დაბნელებების დერეფანში (მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის შუალედურ კვირაში), ამასთან, დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში. იმატებს ადეკვატურობის დაკარგვის, შეცდომების დაშვების, კონფლიქტებისა და ტრავმული სიტუაციების ალბათობა. ჭირს ურთიერთგაგება, მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება. მოერიდეთ სერიოზულ რისკებს, ნუ აჰყვებით ცდუნებებს და მეტი დაისვენეთ.

კვირას, 23 აგვისტოს, მზე ტოვებს ლომის ზოდიაქოს და გადადის ქალწულის ნიშანში ერთი თვით. ამ პლანეტარული ზეგავლენის შედეგად ადამიანთა ხასიათში მოიმატებს ორგანიზებულობა, დისციპლინა, სიზუსტე, შრომისუნარიანობა, წესრიგისა და პრაგმატიზმისკენ სწრაფვა, თუმცა გაიზრდება კრიტიკულობა და წვრილმანებისადმი ჩაძიების სურვილიც.

ვერძი:

ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანმრთელობაც მდგრადია, ენერგიულები, ლიდერები, უშიშარები, აქტიურები და ბრძოლისუნარიანები ხართ – ამ პერიოდის ფავორიტად ითვლებით. წარმატების შესაძლებლობები უდავოდ გაქვთ. კარგი პერიოდია ქორწინებისა და სპორტული მიღწევებისთვის. თუმცა, დედამიწის უარყოფითი ენერგოველის გამო, შესაძლოა გაგიჭირდეთ გარშემომყოფებთან ურთიერთგაგება როგორც სახლში, ისე სამსახურში, ეჭვიანობის, უნდობლობისა და გაუგებრობების გამო. მოერიდეთ სიჩქარეს, მოუთმენლობასა და აგრესიას, რათა არ დაუშვათ შეცდომები.

კურო:

ენერგოტონუსი და შრომისუნარიანობა ნელ-ნელა უმჯობესდება, თუმცა გადაღლის შემთხვევაში მაინც მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. მაღალია თქვენი მოტყუების მცდელობის ალბათობა. მოგიხდებათ ასევე, პასუხისმგებლობის აღება როგორც საკუთარ, ისე სხვების შეცდომებზე. მაღალია თქვენი მხრიდან მოვლენების არასწორად აღქმისა და არასწორი დასკვნების გამოტანის რისკი.  ამ კვირაში ზურგს უკან გააქტიურებულები არიან ფარული მტრები და ჭორიკნები. გაითვალისწინეთ, ბევრი საქმე და ვალდებულება უარყოფითად იმოქმედებს პირად ურთიერთობებზე.

ტყუპები:

ჯანმრთელი, აქტიური და კომუნიკაბელური ხართ, კარგი პერიოდია მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მგზავრობა-მოგზაურობისთვის, თუმცა ე.წ. დაბნელებების დერეფნის გამო შესაძლოა შინაგანი დაღლილობა იგრძნოთ და შეამციროთ კონტაქტები. ქვეცნობიერად, გადადიხართ  ცხოვრების „ეკონომ რეჟიმზე“, რის გამოც სხვების თხოვნები თუ გეგმები დიდ ენთუზიაზმს არ გამოიწვევენ თქვენში, მეტიც, შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს. მოსალოდნელია დაძაბულობა მეგობრებთან და ნათესავებთან, ასევე ყოველდღიური პრობლემების წამოჭრა. იმატებს მოტყუებისა და ყალბი ინფორმაციის მიღების რისკი, ამიტომ გადაამოწმეთ ყველაფერი და დოკუმენტებზე ხელმოწერისას ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული პუნქტი.

კირჩხიბი:

ნელ-ნელა იმატებს სასიცოცხლო ენერგია და ინტუიცია. შანსი იმისა, რომ უფრო მეტად წარმატებული იყოთ და უკეთ იგრძნოთ თავი, უდავოდ არის. სასიცოცხლო ენერგიის აქტივაცია თქვენში ოპტიმიზმს გააღვივებს. ხელსაყრელი პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, შესაძლოა მატერიალური მხარდაჭერა მიიღოთ ახლობლებისგან ან წარმატება გქონდეთ ლატარიაში. თუმცა ემოციური არასტაბილურობის, იმპულსურობისა და სიჩქარის გამო მოსალოდნელია არასწორი გადაწყვეტილებების მიღება. სიფრთხილე გმართებთ ყალბ ინფორმაციასთან.

ლომი:

თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, წარმატების შანსები უდავოდ გაქვთ, ჯანმრთელობა მდგრადია, ძალიან აქტიური, ენერგიული და იდეებით სავსე ხართ, იზრდება თვითრწმენა. კარგი პერიოდია ბიზნესისა და ფინანსებისთვის. თუმცა ე.წ. დაბნელებების დერეფნის გამო მგზავრობებმა, მოლაპარაკებებმა და შეხვედრებმა შესაძლოა სასურველი შედეგი ვერ მოგიტანოთ, შორ გზაზე მოსალოდნელია გაუგებრობები (მაგ. ბარგის ან საბუთების დაკარგვა). გარშემომყოფებთან მოიმატებს გაუგებრობები. ნუ ჩაეჭიდებით არარეალურ იდეებს, რადგან ტყუილად დაკარგავთ დროსა და ფინანსებს.  მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს.

ქალწული:

ენერგია და იღბალი ნელ-ნელა იმატებს, რადგან მზე თქვენს ნიშანს უახლოვდება. თუმცა ჯერ კიდევ რჩება მოუგვარებელი საკითხები. შესაძლოა გაგიჭირდეთ კოლეგებთან ურთიერთობა, თუმცა მათი მხარდაჭერის გარეშეც ფონს გახვალთ. საზოგადოებასა და საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე ცვლილებები დროებით აფერხებს ფინანსურ გაუმჯობესებას, თუმცა საერთო ტენდენცია მაინც პროგრესისკენ მიდის, რაც უფრო თვალსაჩინო მომდევნო კვირაში გახდება.

სასწორი:

ენერგოტონუსს არ უჩივით, საკმაოდ აქტიური, კომუნიკაბელური და გონებამახვილი ხართ. გაქვთ კარგი შანსები და რეფორმატორული სული იდეების განსახორციელებლად, თუმცა სიახლეები კარგად გააზრებული უნდა იყოს.

დედამიწის ნეგატიური ენერგოველის და ე.წ. დაბნელებების დერეფანის გამო იმატებს გაუგებრობები, კრიტიკა გარშემომყოფებისგან, ფსიქო-ემოციური არასტაბილურობა და იზოლაციისკენ სწრაფვა. შესაძლოა იგრძნოთ, რომ გარშემომყოფები უფრო აგრესიულები გახდნენ და მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე არიან ორიენტირებულნი. ამ კვირაში მოერიდეთ სხვების გავლენის ქვეშ მოქცევას.

მორიელი:

ენერგოტონუსი აშკარად უმჯობესდება, გონება მშვიდდება და უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდებით. მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები სახლში/ოჯახში და კარგი შესაძლებლობები კარიერული ზრდისთვის (ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ნაყოფიერი ურთიერთობის ფონზე).

თუმცა იმატებს ჩაკეტვისა და იზოლაციისკენ მიდრეკილება. უნდობლობა და ეჭვიანობა მოიმატებს ხასიათში, მოსალოდნელია ემოციური არასტაბილურობა, რამაც შესაძლოა დაძაბოს როგორც პირადი, ისე ბიზნესკონტაქტები. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიურები.

მშვილდოსანი:

აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური და გონებამახვილი ხართ. კარგი პერიოდია თვითშემეცნებისთვის, აქტიური კონტაქტებისა და მოგზაურობისთვის.

თუმცა ზედმეტი თვითრწმენის გამო, მოსალოდნელია კონფლიქტები. კერძოდ, თქვენი ზედმეტი კატეგორიულობა, პირდაპირობა, სარკაზმი და პრობლემების სუბიექტური აღქმა დაძაბავს ურთიერთობებს მეგობრებთან და გარშემომყოფებთან. ნაჩქარევი დასკვნების გამო მოიმატებს შეცდომების დაშვების რისკი. სულსწრაფი გადაწყვეტილებები შეცდომებს დაგაშვებინებთ. ჩვეულებრივი მგზავრობებისას მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები.

თხის რქა:

ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უმჯობესდება, შრომისუნარიანობა და შეუპოვრობა მოიმატებს, ასევე შესაძლებლობები გაიზრდება, თუმცა მოგიწევთ ოქროს შუალედის პოვნა საკუთარ ინტერესებსა (თვითგადარჩენასა) და სოციალურ ვალდებულებებს/ოჯახურ პრობლემებს შორის. ერთ-ერთი მხარის გადაწონამ შესაძლოა დისბალანსი გამოიწვიოს. პერიოდი ურიგო არ არის მგზავრობა მოგზაურობის კუთხით, თუმცა აქაც მოსალოდნელია წინააღმდეგობები და სირთულეები და ამ მხრივაც იყავით ყურადღებით.

მერწყული:

ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები, ახალი პერსპექტივები, ურთიერთობების ჩამოყალიბება, პარტნიორული კავშირებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.

თუმცა ნეგატიური ასპექტები და დედამიწის უარყოფითი ენერგოველი ქმნის დაძაბულობას, კონფლიქტებსა და გაუგებრობებს (სწავლაში, ბიზნესსა თუ ურთიერთობებში). გაუფრთხილდით ურთიერთობებს, ვინაიდან პრობლემების წამოჭრას შესაძლოა მოჰყვეს აპათია და დეპრესიული განწყობა, რაც ხელს შეგიშლით საქმის წარმატებით წარმართვაში.

თევზები:

შესაძლებლობები იზრდება, ჯანმრთელობა და განწყობა უფრო სტაბილური ხდება, ძლიერდება ინტუიცია. ძალიან კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისა და ტალანტის გამოვლენისთვის.

თუმცა მოსალოდნელია ფინანსური შეზღუდვები და სირთულეები, უმჯობესია გადახვიდეთ ეკონომიურ რეჟიმზე. შესაძლოა დაიძაბოს ურთიერთობები როგორც ბიზნეს, ისე რომანტიკულ პარტნიორთან. თუ ამ სფეროში სტაბილურობას შეინარჩუნებთ, ყველაფერი კარგად წარიმართება. პრობლემები საქმით, მშვიდობიანად, დიპლომატიითა და კომპრომისებით უნდა მოაგვაროთ. კარგი პერიოდია შემოქმედებითი მუშაობისა და ნიჭის გამოსავლენად.

გეომაგნიტური დღეები: ამ კვირაში გველოდება სამი გეომაგნიტური დღე: ოთხშაბათი (19 აგვისტო), ხუთშაბათი (20 აგვისტო) და პარასკევი (21 აგვისტო).

ამ დღეებში იმატებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემები, თავის ტკივილი, წნევის ცვალებადობა და უგუნებობა. დისკომფორტის შემთხვევაში აკონტროლეთ წნევა და მეტი დაისვენეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები