„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ სიღარიბე, როგორც ჩვენი ერისთვის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, იქნეს დაძლეული,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ფონდი „ქართუს“ მიერ ე.წ. შავ სიაში შესული პირებისთვის ვალების ჩამოწერა, მათ ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის საშუალებას მისცემს.
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ჩვენი ინიციატივები აგებულია სწორედ იმაზე, რომ ამ მიზანს ერთობლივად მივაღწიოთ. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტი ჩვენს მოქალქეებს ვალის ტვირთს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს და მათ საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.