LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ დააგვიანდა და ვერსად ვერ ვნახეთ, პოლიცია გამოვიძახეთ… სადაც იჯდა, მისი ქურთუკი სკამზე იყო გადაკიდებული… მე ვუყურებ საკუთარ მშობლებს 10 წლის განმავლობაში ყოველდღე რომ კვდებიან…“ – 10 წლის წინ გაუჩინარებული, 26 წლის ნიკა საღირაშვილის და და დედა

1771
ნიკა საღირაშვილის ოჯახი

გადაცემა „შენი ამბავი თაიასთან“ 10 წლის წინ გაუჩინარებული, 26 წლის ნიკა საღირაშვილის დედასთან და დასთან ინტერვიუს გვთავაზობს.

ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები იმ საბედისწერო დღეს იხსენებენ, როდესაც გორის რაიონის სოფელ ქორდის მკვიდრი, ნიკა საღირაშვილი გაუჩინარდა.

ოჯახი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს:

„ზუსტად 10 წლის წინ, 28 მაისს ბიჭები ქეიფობდნენ და ნიკაც შეუერთდა მათ, მისი ტელეფონი მე მქონდა… მეგობართან დავრეკე როცა შეაგვიანდა და მითხრეს სახლში წამოვიდაო, ისევ დღის შუქი იყო, არ იყო შებინდებული… რომ გავიდა ნახევარი საათი და არ მოვიდა კიდევ დავრეკე, მითხრეს წამოვიდაო, თვითონაც ნასვამი იყო, გვითხრეს ნიკა არ იყო ძალიან ნასვამიო… მეზობლები ამბობენ კამათის ხმა არ გაგვიგიაო… რომ დააგვიანდა და ვერსად ვერ ვნახეთ, პოლიცია გამოვიძახეთ და სადაც იჯდა, მისი „კურტკა“ სკამზე იყო გადაკიდებული. 9 -10 საათიდან უკვე დავიწყეთ ძებნა. ეძებდა პოლიცია, ძაღლებიც მოიყვანეს, მე მოვითხოვე…

ჩემ ქმარს ინსულტი დაემართა, თორემ აქ იქნებოდა, ერთი დღე არ არის, რომ ბალიში სველი არ ჰქონდეს…

მე მინდა უბრალოდ, რომ დაიწყონ თავიდან გამოძიება და სხვა გამომძიებელი იყოს… დავწერე წერილი და „შპილკებით“ დავამაგრე იქ…

უკან პოლიცია იყო და იქიდან წამოვიდა იმათი სამხედრო, მოვიხედე და მარტო ვიდექი, პოლიცია გაქცეული იყო ჩემგან…

იქნებ თქვენმა გადაცემამ რაღაცა შანსი მოგვცეს…“ – ამბობს ნიკა საღირაშვილის დედა.

გაუჩინარებული მამაკაცის და დეტალურად აღწერს იმ დღეს, როდესაც მისი ძმა გაუჩინარდა:

„დაზუსტებით არ იციან იმ სუფრაზე რამდენი ადამიანი იყო, ხან ცხრა ბიჭი აღმოჩნდება, ხან შვიდი, ხან რვა ბიჭი. ძალიან ნასვამები იყვნენ ეს ბიჭები, ჩვენ მეორე დღეს გავიგეთ, რომ ნათქვამი ჰქონდა ჩემს ძმას, რომ ზევით აპირებდა ასვლას, ისიც მეზობლის კაცისგან, რომელიც ამავე სუფრაზე იყო.

ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, გავიდოდით კვალზე და მერე ის ადამიანები საერთოდ ქრებიან ან აქრობენ…

მე ვუყურებ საკუთარ მშობლებს 10 წლის განმავლობაში ყოველდღე რომ კვდებიან…“ – ამბობს გაუჩინარებული მამაკაცის და.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები