LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩევთ 4 ძირითად წესს, რომლებიც პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული…“ – როგორ ვისაუზმოთ სწორად ინსულინრეზისტენტობის დროს: ენდოკრინოლოგის 4 პრინციპი და „ოქროს ფორმულა“

475
როგორ ვისაუზმოთ სწორად

ინსულინრეზისტენტობა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევაა, რომლის მართვაშიც კვებას და განსაკუთრებით საუზმეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამ თემაზე, ენდოკრინოლოგი ეკა კუხიანიძე (Eka Kukhianidze MD, PHD) სოციალურ ქსელში გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ოთხ ძირითად პრინციპს, რომლებიც დაგეხმარებათ სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირებაში, დანაყრების გრძნობის ხანგრძლივად შენარჩუნებასა და წონის მართვაში.

გთავაზობთ ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს უცვლელად:

„საუზმის 4 პრინციპი ინსულინრეზისტენტობის დროს

  1. არ გადავდოთ პირველი კვება ძალიან გვიან. დღის პირველ ნახევარში კვება უფრო ხელსაყრელია გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის.

2. საუზმის საფუძველი — ცილა

ჩემი მიზანია დაახლოებით 25–30 გრ ცილა. ცილა ხელს უწყობს დანაყრებას და მეხმარება, რამდენიმე საათის განმავლობაში შიმშილი უკეთ ვაკონტროლო.

3. ბოსტნეული და მწვანილი

ბოჭკო ზრდის დანაყრების შეგრძნებას და ნახშირწყლებთან ერთად მიღებისას ხელს უწყობს უფრო დაბალანსებულ გლიკემიურ პასუხს.

4. ნახშირწყლები — კი

ინსულინრეზისტენტობა არ ნიშნავს ნახშირწყლების აკრძალვას. თუმცა მე არ ვირჩევ მხოლოდ ნახშირწყლებისგან შემდგარ საუზმეს.

ჩემი ფორმულაა:

25–30 გ ცილა + ბოსტნეული/მწვანილი + ცოტა ნახშირწყლები.

ასეთი საუზმე პირადად მე 3–4 საათის განმავლობაში კარგად მანაყრებს და მეხმარება, რომ მუდმივად წახემსების სურვილი არ მქონდეს.

მთავარია არა ერთი „აკრძალული“ პროდუქტი, არამედ როგორ არის აწყობილი მთელი კვება.

@inhormonesitrust საუზმის 4 პრინციპი ინსულინრეზისტენტობის დროს 🍳 1️⃣ არ გადავდოთ პირველი კვება ძალიან გვიან. დღის პირველ ნახევარში კვება უფრო ხელსაყრელია გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის. 2️⃣ საუზმის საფუძველი — ცილა ჩემი მიზანია დაახლოებით 25–30 გრ ცილა. ცილა ხელს უწყობს დანაყრებას და მეხმარება, რამდენიმე საათის განმავლობაში შიმშილი უკეთ ვაკონტროლო. 3️⃣ ბოსტნეული და მწვანილი 🥬 ბოჭკო ზრდის დანაყრების შეგრძნებას და ნახშირწყლებთან ერთად მიღებისას ხელს უწყობს უფრო დაბალანსებულ გლიკემიურ პასუხს. 4️⃣ ნახშირწყლები — კი ინსულინრეზისტენტობა არ ნიშნავს ნახშირწყლების აკრძალვას. თუმცა მე არ ვირჩევ მხოლოდ ნახშირწყლებისგან შემდგარ საუზმეს. ჩემი ფორმულაა: 25–30 გ ცილა + ბოსტნეული/მწვანილი + ცოტა ნახშირწყლები. ასეთი საუზმე პირადად მე 3–4 საათის განმავლობაში კარგად მანაყრებს და მეხმარება, რომ მუდმივად წახემსების სურვილი არ მქონდეს. მთავარია არა ერთი „აკრძალული“ პროდუქტი, არამედ როგორ არის აწყობილი მთელი კვება. #ენდოკრინოლოგი #ფორიუ #ინსულინრეზისტენტობა ♬ original sound – Eka Kukhianidze MD, PHD