LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხუბი, ტელეფონით ფარული სარგებლობა და ვადამდე გათავისუფლების დაკარგული შანსი – შონ „დიდი“ კომბსი ციხეში სკანდალში გაეხვა და დასანქცირდა

196
page

ამერიკელი რეპერი, შონ „დიდი“ კომბსი ციხეში დისციპლინური დარღვევების გამო არაერთხელ დასაჯეს. TMZ-ის ინფორმაციით, მუსიკოსს, რომელიც ნიუ-ჯერსის ფედერალურ ციხეში 50-თვიან სასჯელს იხდის, სავარაუდო ჩხუბებისა და მობილური ტელეფონის გამოყენების წესების დარღვევის გამო შენიშვნები გამოუწერეს.

შონ „დიდი“ კომბსი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

სასჯელაღსრულების ბიუროს თანამშრომელთა პროფკავშირის მდივანმა, ხოსე როხასმა განაცხადა, რომ კომბსის წინააღმდეგ დისციპლინური დარღვევები 31 ივლისსა და 30 სექტემბერს დაფიქსირდა. ორივე შემთხვევა, სავარაუდოდ, ჩხუბს უკავშირდებოდა.

ციხის ადმინისტრაციამ 1-ელ ოქტომბერს მომხდარი დაპირისპირების გამოც დააფიქსირა სერიოზული დარღვევა. გარდა ამისა, 56 წლის მუსიკოსს, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონის გამოყენების წესების დარღვევისთვისაც დაეკისრა სანქციები. დისციპლინურმა დარღვევებმა შესაძლოა კომბსის ვადამდე გათავისუფლების შანსებზე უარყოფითად იმოქმედოს.

ამასთან, მას 400 დღით შეეზღუდა ციხის მაღაზიით სარგებლობის უფლებაც, საიდანაც პატიმრებს სხვადასხვა პროდუქტის, მათ შორის წასახემსებლების შეძენა შეუძლიათ.

ციხეში, სადაც შონ „დიდი“ კომბსი სასჯელს იხდის, სკანდალი აგორდა

ცნობისთვის, შონ „დიდი“ კომბსი შაბათს დილით, ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ფედერალური ციხიდან სასწრაფო დახმარების ავტომობილით, კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობების თანახმად, 56 წლის რეპერმა დაცემის შედეგად თავის ტრავმა მიიღო.

წყაროების ინფორმაციით, კომბსი ციხეში საღამომდე დააბრუნეს. ამავე ცნობებით, ის გონზე იყო და საუბარიც შეეძლო. ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში მიიღო რეპერმა სავარაუდო ტრავმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები