Nickelodeon-ის წლევანდელი Kids’ Choice Awards-ის დეტალები და ნომინანტების სრული სია ცნობილია.
რიგით 39-ე ყოველწლიური დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია 14 ნოემბერს, ლოს-ანჯელესის ლეგენდარულ კომპლექსში – Television City გაიმართება. ეს 1992 წლის შემდეგ მეორე შემთხვევაა, როცა დაჯილდოება წლის მიწურულს ინაცვლებს.
ცნობილი გახდა, რომ შოუს ალექს უორენი გაუძღვება.
წლევანდელი ღონისძიება ისტორიულია, რადგან ტრადიციული საბავშვო არხის, Nickelodeon გარდა, შოუ პირდაპირ ეთერში CBS-ზეც გადაიცემა.
დაჯილდოებაზე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ბავშვები და მოზარდები ხმის მიცემის პრინციპით გამარჯვებულებს მუსიკის, კინოს, ტელევიზიისა და სპორტის ნომინაციებში გამოავლენენ. გამარჯვებულებს ტრადიციული ნარინჯისფერი საჰაერო ხომალდის ფორმის პრიზები გადაეცემათ.
წელს კატეგორიების რაოდენობა 36-მდე გაიზარდა და მათ შორის სამი სრულიად ახალი ნომინაციაა.
ნომინაციების სათავეში მუსიკალური სექტორიდან, ტეილორ სვიფტი დგა. მას 6 ნომინაცია მიენიჭა.
კინოსა და სატელევოზიო კატეგორიებიდან ამავე რაოდენობის ნომინაციით ლიდერობენ – The Super Mario Galaxy Movie, Toy Story 5, Wednesday და Wicked: For Good.
შოუს ორგანიზატორები მაყურებელს ვარსკვლავურ პერფორმანსებსა და ტრადიციულად, დიდი რაოდენობით საფირმო მწვანე ლორწოს გამოყენებას ჰპირდებიან.
ცნობისთვის, ხმის მიცემა საქართველოდანაც შესაძლებელია და ის 13 ნოემბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელი Kid’s Choice Awards-ის მუსიკალური კატეგორიის ტოპ გამარჯვებული, საბრინა კარპენტერი, ხოლო კინოს – Wicked გახდა, პრესტიჟული ჯილდოები მიენიჭათ ჯეკ ბლექსა და რიანას, შოუს კი, თაილა გაუძღვა.