LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასაჟის რა განსხვავებული სახეობები არსებობს – სილამაზის აკადემია

257
თათუსია-სექანია

მასაჟის რა განსხვავებული სახეობები არსებობს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ჯინო სპა და ველნესის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თათუსია სექანიამ ისაუბრა..

პირველ რიგში, რას გვეტყვით არომა მასაჟზე ცხელი ზეთით?

ეს არის სასიამოვნო არომატებისა და მასაჟის საოცარი კომბინაცია, რომელიც მოდუნებასა და ყოველდღიური დაძაბულობისგან განტვირთვაში გვეხმარება. პროცედურა მთელ სხეულს მოიცავს, მათ შორის სახეს, თავსა და ტერფებს.

გრილ ამინდებს განსაკუთრებით უხდება სითბო. ამ სეზონზე რატომ არის გამორჩეული ცხელი ქვების თერაპია?

შემოდგომას განსაკუთრებით უხდება ეს თერაპია. თბილი ქვები და მსუბუქი მასაჟი ქმნის სიმყუდროვის შეგრძნებას და დაჭიმული კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს. ეს სტრესისგან განთავისუფლების საუკეთესო შესაძლებლობაა.

მათთვის, ვისაც შედარებით განსხვავებული და გამორჩეული პროცედურები უყვარს, რა პროცედურას შეუძლია მიმართოს?

მათთვის, ვისაც თავის მოვლის უფრო განსხვავებული გამოცდილება სურს, შოკოლადის მასაჟს გამოვარჩევდი. მას აქვს სასიამოვნო არომატი და სხეულის გამორჩეული მოვლა, რომლის შემდეგაც კანი რბილი და დატენიანებულია.

ხოლო სარელაქსაციო მასაჟი მათთვის, ვისაც დატვირთული დღის შემდეგ სრული დასვენება სჭირდება. აქ ყურადღება ეთმობა მთელ სხეულს, სახეს, თავსა და ტერფებს.

ამ პროცედურების მთავარი ხიბლი სწორედ ის დროა, რომელსაც საკუთარ თავს ვუთმობთ – ვისვენებთ და ვტკბებით სიმშვიდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები