LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს რა არაადეკვატური რამ აცვია ფეხზე, ფეხსაცმელი ყველაფერს აფუჭებს“ – 51 წლის შარლიზ ტერონის ფურორი წითელ ხალიჩაზე და კრიტიკა მედიაში

210
page

შარლიზ ტერონმა ლოს-ანჯელესში გამართულ Airbnb-ის გალას წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. 51 წლის ოსკაროსანი მსახიობი ზურმუხტისფერი კაბით გამოჩნდა, რომელმაც მისი დახვეწილი სტილი და შესანიშნავი სილუეტი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა. ფოტოები dailymail-მ გაავრცელა. მოგვიანებით შთამბეჭდავი კადრები თავად მსახიობმაც გამოაქვეყნა.

თუმცა, საზოგადოებაში მაინც გამოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც მოახერხეს და მსახიობის „ლუქი“ დაიწუნეს და გააკრიტიკეს. ამის მიზეზი მისი შავი, ფუმფულა ფეხსაცმელი გახდა.

„ეს რა არაადეკვატური რამ აცვია ფეხზე“, „ფეხსაცმელი ყველაფერს აფუჭებს“, „უგემოვნობის პიკი“, – არ წყდება კომენტარები.

ფოტო/ვიდეო: „თვით სრულყოფილება“ – „დიორის“ კაბაში გამოწყობილი შარლიზ ტერონის მორიგი ფურორი

ვიდეო: „პიჟამას გამოცვლა დაავიწყდა… სრულყოფილი ქალია და მისთვის ყველაფერი შეიძლება“ – 50 წლის შარლიზ ტერონი მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები