LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის ორკვირინი არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება

DSC_3426

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრამდე გასტანს. ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დეკემბერში საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება, სადაც ყველა აღსაზრდელი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრად ტკბილეულის ნობათს მიიღებს. ასევე, ყველა ბაღისთვის გამოიყო დაფინანსება, თოვლის ბაბუის მომსახურების შესასყიდად.

თბილისში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000-მდე ბავშვი იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g