LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ვთხოვო ტაქსის მძღოლებს, ხმების დასაცავად ხალხი თბილისში უფასოდ წამოიყვანეთ – სააკაშვილი

sakaka

“მინდა ვთხოვო სამარშუტო ტაქსის მძღოლებს, ვინც წამოვა თბილისში თავის ხმების დასაცავად , შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს დასაცავად, ის ხალხი წამოვიყვანოთ თბილისში უფასოდ” – ეს განცხადება საქართველოს  ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მოსახლეობას მობილიზაციისკენ და რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

ჩვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა, მე მაქვს ამის გამოცდილება რამდენიმე ქვეყნიდან, მე ვიცი ხალხის ძალა. ამათ საქართველო ბოლომდე გააბანძეს, მაგრამ საქართველოს რეპუტაციის გადარჩენა ახლა უკვე ხალხის ხელშია. ივანიშვილმა მოგვაყენა უზარმაზარი ზიანი. მინდა მოვუწოდე ხალხს, სრული კონსოლიდაციისკენ. ივანიშვილმა უნდა დათმოს ხელისუფლება. ახლა საჭიროა ჩვენი მობილიზება. ახლა ყველანი რუსთაველზე”, – აცხადებს სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/2433558426657785/

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მათ დაზუსტებულ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას ხვალ, 17 დეკემბერს გააცნობენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე კარავი გაშალეს წარწერით “არა სალომეს”.  აქციასთან დაკავშირებით, პარლამენტის წინ გზა გადაიკეტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g