LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი ჯენერი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ცნობადი სახეა

7596076-0-image-a-35_1545180097974

კაილი ჯენერი საკუთარი იმპერიის შენებას განაგრძობს. იმ ფონზე, როცა გოგონა მხოლოდ 21 წლისაა, მან უკვე მოახერხა ყველაზე გავლენიანი რეიტინგის მეხუთე ადგილი ისე დაეკავებინა, რომ წარმატება ჯეი-ზისთან ერთად გაიზიარა.

ახალგაზრდა ვარსკვლავმა, რომლის ანგარიშზე ამ დროისთვის, 900 მილიონი დოლარია, წარმატებას საკუთარი კოსმეტიკური კომპანიის Kylie Cosmetics წყალობით მიაღწია, რომელიც კიმ კარდაშიანის ნახევარდამ, ორი წლის წინ დააარსა.

საქმე ისაა, რომ ,,ფორბსმა” აშშ-ის ყველაზე მდიდარი ცნობადი სახეები დაასახელა. სიის ლიდერად ,,ოსკარებზე” ნომინირებული რეჟისორი, ჯორჯ ლუკასი მოგვევლინა, რომლის სიმდიდრე $5.4 მილიარდით განისაზღვრა.

ჩამონათვალს სამგზის ,,ოქროს კაცის” ლაურეატი, სტივენ სპილბერგი აგრძელებს, რომელსაც $3.7 მილიარდი აქვს.

საუკეთესო სამეულს ოპრა უინფრი ხურავს. ლეგენდარული ტელეწამყვანი $2.8 მილიარდს ფლობს.

,,ფორბსის” მიხედვით, აშშ-ის ყველაზე მდიდარი ცნობადი სახეების ტოპ 10-ეული ასეთია:

  1. ჯორჯ ლუკასი ($5.4 მლრდ.)
  2. სტივენ სპილბერგი ($3.7 მლრდ.)
  3. ოპრა უინფრი ($2.8 მლრდ.)
  4. მაიკლ ჯორდანი ($1.7 მლრდ.)
  5. კაილი ჯენერი ($900 მლნ.)
  6. ჯეი-ზი ($900 მლნ.)
  7. დევიდ კოპერფილდი ($875 მლნ.)
  8. Diddy ($825 მლნ.)
  9. ტაიგერ ვუდსი ($800 მლნ.)
  10. ჯეიმს პეტერსონი ($800 მლნ.)
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები