LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის პრემიერმინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა

7523_0

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ედოღანი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.

„ანტისემიტი დიქტატორის ერდოღანის ყოველდღიურ გამოხტომებს ვაწყდები. ერდოღანს აკვიატებული აქვს ისრაელი. თუმცა, დადებითი დინამიკაც არის. ადრე ერდოღანი თავს მესხმოდა ყოველ ორ საათში, ახლა კი, ეს ყოველ ექვს საათში ხდება,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, „ერდოღანმა არ იცის თუ რა არის ისრაელის ზნეობრივი არმია“.

„მან არ იცის, რა არის ზნეობრივი არმია, ჭეშმარიტი დემოკრატია, რისგან განსხვავდება ის არმიისგან, რომელიც ქალებსა და ბავშვებს ხოცავს ქურთულ სოფლებში,“ – აღნიშნა მან.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი სახელმწიფო დონეზე ტერორის განხორციელებაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები