მომრერალი ზაზა ხუციშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ცოდვებს იხსენებს და ამ კონტექსტში მოიხსენიებს „რუსთავი 2“-საც.
„წამება, წამება და ცოცხის გამო წაგებული არჩევნები? მარტო წამება რომ ყოფილიყო, კეთილი კაცი იტყოდა, ერთი მანიაკი გამოერიათო!
1.მკვლელობა,მკვლელობის შეკვეთა, მკვლელების მფარველობა-მტკიცებულება: სააკაშვილის ვიდეო: „ციხეში არეულობის შემთხვევაში პირდაპირ დახოცეთ, ტყვიები არ დაიშუროთ“ – შეასრულეს, ვანო -„ორი გვამი მჭირდება“ შეასრულეს. ქუჩაში ეჭვმიტანილები დახოცეს.
2. პოლიცია=ჩვეულებრივი ბანდიტები. კაცი გაატაცებინეს და წამებით ამოხადეს სული. პოლიციის სამმართველოს უფროსმა მომიტინგეს თვალში „ტირის თოფი“ ესროლა. „უცნობმა“ დაარღვია პერიმეტრი.
დაკავების მაგივრად, სიკვდილამდე ურტყეს მიშას ძახილით. ეროვნული ბანკიდან გამოსული ფული გაიტაცეს. პოლიტიკოსები გალახეს.
3. მოროდიორობა და ბანდიტობა: „იმედის“ საქმე თავისი აღიარებით.
4. თაღლითობა და ფულის გათეთრება. ტაქსის მძღოლის ჩარიცხული 20.000 და კიდევ მრავალი „შემოწირულობა”.
5. საქართველოს და თბილისის ბიუჯეტების ქურდობა. გაფორმებული პარტიული „მკვდარი სულები“.
6. პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ღარიბაშვილი პარტიულ სიაში დასახელდა თუ არა, პოლიციის გენერალი იარაღის შენახვისთვის დააკავეს!
ორ დღეს ვერ მოვრჩები, კიდევ რომ ვწერო. ეს პუტინის, შაშურკინისა და ქობულოვის მეთოდებია თუ დასავლური ღირებულებები? აი, ამათი ტელევიზიაა „რუსთავი 2“. – აღნიშნავს ზაზა ხუციშვილი გამოქვეყნებულ პოსტში.